ბავშვზე ძალადობა / სექსუალური ძალადობა

რატომ ვასწავლი ჩემს გოგონებს უხეშობას?

დანიელ ლაზარინი Danielle Lazarin

რამდენიმე წლის წინ, ჩემი სახლის წინ გავიარე ჩემი 7 და 4 წლის გოგონებთან ერთად. ხანში შესული კაცი, რომელშიც მეზობელი ამოვიცანი, მათ გამოელაპარაკა. მართალია, ბავშვებისთვის იგი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, მაგრამ, კაცი არც ჩვენი ახლობელი იყო. ჩემს ორივე გოგონას უცხოსთან სიფრთხილის ზომიერი დოზა გააჩნია.

„რა იყო, ენა გადაყლაპეთ?“, – იკითხა კაცმა, როდესაც გოგონებმა მას არ უპასუხეს. მე ჩემს გოგონებს საკმარისი თავაზიანობა ვასწავლე იმისათვის, რომ შეჩერებულიყვნენ და მისთვის თვალებში შეეხედათ, მაგრამ ეს იყო მაქსიმუმი, რითიც გოგონებმა მას უპასუხეს. სამაგიეროდ, მე, დედამ, კაცს გავუღიმე და ავუხსენი, რომ ბავშვები მორცხვები არიან. მეზობელი თავისას არ იშლიდა: „გამარჯობის თქმა არ გსურთ, ხომ?“.

„მე მათ ვასწავლე, უცხო ადამიანებს არ გამოელაპარაკონ“, – ვუთხარი მე.

„პირობას გაძლევთ, კარგი მოხუცი ვარ“, – თქვა მან, ისევ გოგონებს მიუბრუნდა და უთხრა, რომ ძალიან ლამაზები არიან.

ეს ნაცნობი ზეწოლა იყო, როდესაც უცხო ადამიანი მოითხოვს, გაუღიმო და ყურადღება დაუთმო.

“მნიშვნელობა არ აქვს, კარგი ხართ თუ არა, თქვენ ჯერ კიდევ უცნობი ხართ“, – ვთქვი, ბავშვებს ხელი ჩავკიდე და გზა განვაგრძეთ.

დარჩენილ გზაზე, გოგონებს ავუხსენი, რომ სწორად მოიქცნენ, რომ არასოდეს უნდა გამოელაპარაკონ ისეთ ადამიანს, რომელსაც არ იცნობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ადამიანი მათ გარეგნობაზე საუბრობს. საუბრის იძულება ხმის ამოღებას ნიშნავს, ხმა მათი სხეულის ნაწილია, სხეული კი მხოლოდ მათია.

ჩემს თავს ვუბრაზდებოდი იმაზე, რომ ბავშვების ქცევის გამო მოვიბოდიშე, იმაზე, რომ მათ მავნე ჩვევებისკენ ვუბიძგე, მაშინ, როდესაც მათ შესანიშნავად იცოდნენ, რა მოემოქმედათ. ჰოდა მაშინ გადავწყვიტე, რომ მათთვის უხეშობა და უტაქტობა მესწავლებინა. მათ აღარასოდეს ვეტყვი, რომ უნდა იღიმოდნენ და მადლობელნი იყვნენ იმისთვის, რომ შეამჩნიეს. თავაზიანობის გამო, მათ საზღვრებს აღარ დავასუსტებ.

ასევე, საკუთარ თავზე გაბრაზებული ვიყავი იმის გამო, რომ ბავშვებს მორცხვები ვუწოდე, რათა დამემშვიდებინა ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ ჩვენგან დროისა და ყურადღების დათმობის უფლება ჰქონდა.

ნიუ-იორკში ბავშვების აღზრდა ნიშნავს, მოიმარჯვო აღზრდის მიზანთა ძალიან კონკრეტული ნაკრები. მინდა, რომ გოგონები მეტროს კიბეზე ან ტროტუარზე ისე მიდიოდნენ, რომ საჭიროზე მეტი ადგილი არ დაიკავონ. ასევე, მინდა, მათ იცოდნენ, რომ არც ერთ უცხო ადამიანს არ აქვს უფლება, აუხსნას, თუ ვინ არიან ისინი.

როცა ვინმე მეუბნება, თუ რა კარგი გოგონები მყავს, მე შემიძლია დავძინო: „ისინი მათემატიკასა და არტისტიზმში არიან ნიჭიერნი“, ანდა „ეს ხომ ყველა შტატში ცნობილია“. მაგრამ, ეს მათ თვითშეფასებას ან ღირსებას არ ეხება. არ მინდა, მათ ვასწავლო, რომ თავიანთი ფასეულობა უნდა ამტკიცონ. არც იმას ვიტყვი, რომ გოგონებთან დაკავშირებული კომენტარები სექსისტურია, რადგან ადამიანებისთვის თავიანთი წინასწარგანწყობების შესწავლის მითითება ჩემი საქმე არაა.

გამორიცხული არაა, რომ მომავალ ათწლეულში, ჩემს გოგონებს ვინმემ გაღიმება ან პასუხი მოსთხოვოს მადლიერების გამოხატვის ნიშნად, და ისინი ნახავენ, რომ მადლიერების გარეშე დარჩენილი კომპლიმენტი როგორ გამოიწვევს მუქარას. მინდა, ჩემს გოგონებს ვასწავლო, რომ მათ დუმილის უფლება აქვთ, მაგრამ ასევე, მინდა, მათ იცოდნენ, რომ ზოგჯერ გასაუბრების ნაცვლად ზმუილიც ნორმალურია. მინდა, რომ ჩემი გოგონები თავიანთ სივრცესა და სხეულზე უფლებას გრძნობდნენ, როგორც ისინი, ვინც მათგან ყურადღებას მოითხოვს.

მაგრამ, ჯერჯერობით, მე მხოლოდ მათ შორის დგომა და თემის შეცვლა შემიძლია. შემიძლია, ადამიანებს ვუთხრა, შეწყვიტონ ჩემს ბავშვებთან ლაპარაკი. აღარ გავიღიმებ, როცა ამას ვიზამ. მათი სახელით გავბრაზდები კიდეც.

დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი უხეშად გამოვა. მაგრამ, მე მინდა, ჩემს გოგონებს ვასწავლო, რომ ზოგჯერ სჯობს, უზრდელად მოიქცნენ. ისინი მნიშვნელოვნები არიან. იმისათვის, რომ შიშში არ ვიცხოვრო და ვიცი, რომ ეს შიში გარდაუვალია, რომ ერთ დღესაც, მათ აედევნებიან, შეეხებიან, მათ მიმართ არასაჭირო ყურადღებას გამოიჩენენ, და ეს მათ აუცილებლად გადახდებათ, როგორც ნებისმიერ ქალს საზოგადოებაში. რაც არ უნდა ვასწავლო გოგონებს მე, რა გამოცდილებაც არ უნდა გავუზიარო მათ, ისინი ბევრ გაკვეთილს საკუთარ სივრცეში ნახავენ და თავად გაიგებენ, რომ ზოგჯერ მათ შორის ყველაზე წარმატებულები უნდა დააიგნორონ.

მე ჯერ კიდევ ვხედავ იმ ადამიანს, ადამიანს, რომელმაც საკუთარი უწყინარობის შესახებ გაგვაფრთხილა, მაგრამ მას არ ესმოდა ზიანის ის ციკლი, რომელსაც უნებურად ამყარებდა, როცა თავის უფლებად მიიჩნია, დალაპარაკებოდა პატარა გოგონებს და ხმამაღლა გაეჟღერებინა, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი. ჩემი სამეზობლო დიდი და მეგობრულია, მაგრამ, ჩემს მეზობლებს აღარც ვუმზერ და აღარც ვუღიმი. ჩემი გოგონების თანხლებით ნაბიჯის აჩქარების გამო, თავს ცუდად საერთოდ არ ვგრძნობ.

სტატიის ორიგინალი შეგიძლიათ, იხილოთ აქ: thecut.com