“საფარმა” და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) ქართულ-სომხურ პლატფორმა “განძთან” დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო სექტორთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები და პლატფორმის ბლოგერები.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნათია გვრიტიშვილი და UNFPA-ს პროექტის კოორდინატორი, მარიკა ქურდაძე შეკრებილ აუდიტორიას ესუაბრნენ “განძის” შექმნის მიზეზებსა და მიზნებზე, პლატფორმის მუშაობის პრონციპებსა და სამომავლო გეგმებზე. ამის შემდეგ, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს თავიანთი მოსაზრებები, ასევე გამოცდილება რეგიონში ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულობის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. სამომავლოდ, “განძი” კიდევ უფრო მეტ სიახლეს, საინტერესო და მრავალფეროვანი ინფორმაციისა და ისტორიების გაზიარებას გპირდებათ.
“განძი” შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში. მისი მიზანია საქართველოში მცხოვრებ სომხურ ეთნიკურ ჯგუფში ქალებისა და გოგოების მიმართ გამოხატული მავნე პრაქტიკების პრევენციის ხელშეწყობა. გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, პროგრამის “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარლგებში კი უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს ქართულ-აზერბაიჯანული პლატფორმა “ფანჯარა”.