"საფარის" აქტივობები / განძი

რა სიახლეებს გვპირდებიან „ფანჯარასა“ და „განძის“ ბლოგერები?

„ფანჯარასა“ და „განძის“ მკითხველებს სამომავლოდ უფრო საინტერესო, შემეცნებითი, მრავალმხრივი ისტორიებისა და ინფორმაციების გაზიარებას ვპირდებით: ჩვენი ბლოგერები მოგიყვებიან არა მხოლოდ იმ წინააღმდეგობებსა და გამოწვევებზე, რომლებსაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები აწყდებიან, არამედ იმ კულტურულ მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეზე,  რომელსაც ჩვენი ქვეყანა აერთიანებს, რომლითაც თოთოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიამაყოთ.

15-17 აპრილს, ორივე პლატფორმის ბლოგერებმა გაიარეს ერთობლივი ტრენინგი, სადაც გაეცნენ ინტერნეტით ინფორმაცის გავრცელების მეთოდებს – სოციალურ ქსელების ეფექტურ გამოყენებას; წერის ტექნიკას; ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალების მომზადებას. გარდა ამისა, იმსჯელეს პლატოფრმებზე განსთავსებელი მასალების შინაარსსა და მათი ვიზუალურად წარმოჩენის ხერხების მრავალფეროვნებაზე.

ჩვენს ბლოგერებს შეხვდნენ გაეროს მოსახლეობის ფონის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლები. ისინი ახალგაზრდებს ესაბრნენ ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული უთანასწორობის გამომწვევ საზიანო პრაქტიკებზე. ასევე, იმ მიდგომებსა და სტრატეგიებზე, რომლითაც შესაძლებელია სტერეოტიპებთან, დისკრიმინაციასთან და ჩაგვრის სხვადასხვა ფორმებთან ბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ „ფანჯარა“ და „განძი“ არის ორენოვანი – ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური პლატფორმები. ამ პლატფორმებზე ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები თავიანთი ინტერესებს, სურვილებს, გამოცილებებს უზიარებენ დანარჩენ საზოგადოებას. გარდა ამისა, შესაძლებლობა აქვთ მშობლიურ ენაზე მიიღონ მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაცია ადამიანის უფლებებსა და თანასწორობაზე, დემოკრატიული ღირებულებებსა და სამოქალაქო აქტივიზმზე, ჯანდაცვაზე, კულტურასა და განათლებაზე და ა.შ.

“ფანჯარა” და “განძი” შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, პროგრამების “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” და “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. მათი მიზანია საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ ეთნიკურ უმცირესობებში ქალებისა და გოგოების მიმართ გამოხატული მავნე პრაქტიკების პრევენციის ხელშეწყობა.