კვლევებით შოკისმომგვრელი შევიწროების ფორმა იკვეთება, რაც სხვების მიერ ქალის რეპროდუქციული არჩევანის გაკონტროლებას გულისხმობს.
მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ უკვე ყველაფერი მოვისმინეთ, ჩნდება კაცის მიერ ქალის გაკონტროლების ახალი გზა, რომელიც ქალის სხეულის ავტონომიურობას ზღუდავს და სექსუალურად ზღუდავს მას. შესაძლოა არც გსმენიათ. ამის შესახებ ცოტას საუბრობენ და #metoo კამპანიის ფარგლებშიც ყურადღება არ დაეთმო ამ პრობლემას. თუმცა, ქალის ცხოვრებაზე სავარაუდოდ ამ ტიპის სექსუალური შევიწროება უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე კამპანიის ფარგლებში განხილული შევიწროების სხვა ფორმები. ეს რეპროდუქციული იძულებაა, BMJ Sexual & Reproductive Heath-ში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სექსუალური ჯანმრთელობის კლინიკებში მისული ყოველი 4 ქალიდან 1 ქალი ამ ძალადობის მსხვერპლია.
რეპროდუქციული იძულება ახალი ფენომენი არ არის. თუმცა სულ ახალახან აღიარეს როგორც ოჯახური ძალადობის განსხვავებული ტიპი და 2010 წელს ჟურნალ Contraception – ში განისაზღვრა მისი ცნება. საუბარია შევიწროების ისეთ ფორმაზე, როცა აკონტროლებენ შენს რეპროდუქციულ არჩევანს: გამოიყენო თუ არა კონტრაცეფცია, დაორსულდე თუ არა, შეწყვიტო თუ გააგრძელო ორსულობა. აღნიშნული შევიწროება შეიძლება განხორციელდეს როგორც ფსიქოლოგიურ ზეწოლის, ისე ფიზიკური ძალადობის გამოყენებით. ამისთვის ასევე იყენებენ ემოციურ შანტაჟს; კონტრაცეფციის უეცარი შეწყვეტა აქტის კულმინაციურ მომენტში; ან აბორტის გამოწვევა საკვებსა და სასმელში შესაბამისი ნივთიერებების შერევით.
BMJ – ის ახალი ანგარიში თავს უყრის არსებულ მტკიცებულებებს საერთაშორისო სამედიცინო და სოციალური კვლევების მონაცემების შეგროვების გზით, რაც გვიჩვენებს, რომ პრობლემა უფრო გავრცელებულია ვიდრე წარმოედგინათ და ახალგაზრდა ქალები უფრო მეტად მოწყვლადნი არიან, ისევე როგორც შაკანიანები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები (სულ მცირე აშშ-ში). მონაცემები ასევე გვიჩვენებს, რომ ძირითდად კაცები დომინირებენ რეპროდუქციული იძულების შემთხვევებში, მაგრამ არა მხოლოდ ისინი. ზოგიერთ კულტურაში, ოჯახის სხვა წევრები, განსაკუთრებით ხანშიშესული ქალი ნათესავები, ხშირად ერევიან სხვა ქალების რეპროდუქციულ ავტონომიაში.
რეპროდუქციული კონტროლი ქცევების იმდენად ფართო სპექტრს ფარავს, რომ ბევრ ქალს ვერც წარმოუდგენია, რომ მსხვერპლია, რადგან ბევრი ფორმა ძალიან პასიურად ან დელიკატურადაა წარმოდგენილი. მაგალითად ავიღოთ შემთხვევა როცა შენი მეგობარი გაგენდო, რომ მის მეგობარ კაცს ეზიზღება პრეზერვატივი და ტკბილი საუბრებით არწმუნებს, დაუცველი სექსი ჰქონდეთ, რადგან ასე უფრო სასიამოვნოა, ხოლო ქალი თანხმდება, რადგან იცის, რომ მას ნამდვილად უყვარს და ამიტომ შეუძლია ენდოს კაცს. ან უიღბლო ქალი, რომლის პარტნიორი შუა სექსის დროს გაუფრთხილებლად იძრობს პრეზერვატივს – აღნიშნულ აქტს stealthing ეწოდება და ქალმა და ზოგჯერ კაცმაც არ იცის, რომ ეს ძალადობის ფორმაა.
რეპროდუქციული იძულების მაგალითებია: კაცის ტყუილი, რომ ვაზექტომია აქვს გაკეთებული; პრეზერვატივის შეუთანხმებლად მოძრობა სექსის დროს და თავის მართლება; მუქარა რომ შეყვარებულს დაშორდება, თუ აბორტს არ გაიკეთებდა ქალი და მანაც გაიკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი უნდოდა; პრეზერვატივის ფარულად გახვრეტა ქალის დაორსულების მიზნით და სხვა.
ჯერაც ბევრ კაცს სურს დიასახლისი ცოლი, რომელიც არ მუშაობს და სულ ორსულადაა. რეპროდუქციული კონტროლისადმი ჩვეულებრივი, ხუმრობანარევი დამოკიდებულებაც პრობლემის ნაწილია. ახლახან, გადაცემა Saturday Night Live-ის ჯგუფის წევრმა პეტე დევიდსონმა იხუმრა მისი მეგობარი (ახლა უკვე ყოფილი) გოგოს, არიანა გრანდის ჩასახვის საწინაღმდეგო აბების შესახებ: „წინა ღამეს, მისი ჩასახვის საწინააღმდეგო აბები „ტიკ ტაკ“ – ით შევცვალე, თქვა მან. „ მე მჯერა ჩვენი, თუმცა უბრალოდ მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ვერსად წავა“.
გასულ წელს მსახიობმა იან სომერჰალდერმა პირდაპირ აღიარა, რომ გადაწყვიტა ოჯახური ცხოვრება აეწყო ცოლთან, ნიკი რიდთან, ამოიღო მისი ჩანთიდან ჩასახვის საწინააღმდეგო აბების შეკვრა და ტუალეტში ჩაყარა. ქალებიც აკეთებენ მსგავს რამეს, განსაკუთრებით ცნობილია ჟურნალისტის, ლიზ ჯონსის შემთხვევა, რომელმაც აღიარა, რომ იმდენად სასოწარკვეთილი იყო და უნდოდა ბავშვი, რომ ქმრის გამოყენებული პრეზერვატივიდან სპერმა მოიპარა და განაყოფიერება გაიკეთა, თუმცა ის უმცირესობას განეკუთვნება. ფაქტია, რომ სწორედ ქალები იტანჯებიან რეპროდუქციული შევიწროების შედეგებით. სწორედ ქალია, ვისაც რეცეპტი სჭირდება კონტრაცეპციისთვის, ვისაც აბორტის გადატანა, ორსულობა და მშობიარობა უწევს. ქალები რჩებიან ბავშვით ხელში სიღარიბეში და არ შეუძლიათ სამსახურის შოვნა, ან უკეთესი განათლების მიღება.
როგორც სექსუალური შევიწროების ყველა ფორმა, არც ესაა სექსის საკითხი, ეს ძალაუფლებას ეხება. BMJ-ის ანგარიშში ხაზგასმულია უფრო მეტი საერთაშორისო კლვლევის აუცილებლობა ძალადობის არაფიზიკურ გამოვლინებებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა აღვუდგეთ იძულებით კონტროლს წინ. ზოგადი პროფილის ექიმები და მედიცინის სხვა მუშაკები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ პრობლემის შესახებ, ქალებს კი უნდა შეეძლოთ ამოიცნონ იძულების ნიშნები, რათა შეძლონ დახმარების მიღება. მართალია, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები 60 წლს ითვლის, მაგრამ ქალებს ჯერაც დიდი გზა აქვთ წინ საკუთარი რეპროდუქციული ცხოვრების სრულ კონტროლამდე.
სტატიის ორიგინალი იხილეთ აქ.