ავღანეთის მოქალაქე მ. იძულებით ქორწინებას რუსეთში გაექცა, მაგრამ ივლისში რუსეთმა მას დეპორტაცია გაუკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ქალს სამშობლოში სერიოზული საფრთხე ემუქრება. მ.-მ და მისმა ოჯახმა ფინეთის საზღვარს მიაღწიეს, მაგრამ ისინი რუსეთის მხარემ დააკავა. მ.-ს ოჯახი – ორი კაცი, სამი ქალი (მხცოვანი მშობლები) და 12 წლის გოგონა, რუსეთმა ქვეყანაში ჩასვლის წესების დარღვევისთვის კი არა, საზღვრის მიღმა ზონაში ყოფნის გამო დააჯარიმა. მათ თავშესაფარი სწორედ იმიტომ ითხოვეს, რომ თალიბებს გაექცნენ, რომლებსაც მ.-ს იძულებით დაქორწინება სურდათ. ივლისში ყველას დეპორტაცია გაუკეთდა, და ქალები კაცებისგან განცალკევებით მგზავრობდნენ.
ოჯახის ადვოკატი ოლგა ცეიტლინა ამბობს, რომ საქმეში ბევრი დარღვევა ფიქსირდება, მაგალითად ავღანელების უფლება თარჯიმნის ყოლაზე უხეშად შეილახა. “ჩვენ არ ვიცით, რა ბედი ეწიათ ქალებს, რადგან ისინი ქაბულში გადატრიალების წინ, კაცების გარეშე ჩავიდნენ”, – ამბობს იგი.