ვიდეო

რუსთავი2-ის სიუჟეტი “საფარის” პრესკონფერენციაზე

– ელენა კარს არ უღებდა მოძალადეს, მკვლელი პოლიციამ შეიყვანა სახლში.

– პოლიციას ჰქონდა 20 წუთი, აგრესიული და შეიარაღებული მოძალადე მოეშორებინა მსხვერპლისთვის, მაგრამ ეს არ გააკეთა.

– პოლიცია არ აკონტროლებდა შეიარაღებული მოძალადის ქმედებებს, მოძალადე შევიდა საძინებელში, სადაც ელენა ბავშვს ტანსაცმელს უცვლიდა და ზურგში ესროლა ქალს.

– პირველი გასროლის შემდეგ პოლიციამ არ გახსნა საპასუხო ცეცხლი და საშუალება მისცა მოძალადეს, ესროლა მეორე ადამიანისთვისაც, რადგან მკვლელი პოლიციელი იყო.

– შსს-მ არ დაიწყო გამოძიება 2017 წლის 2 სექტემბერს, როცა ელენემ პირველად განაცხადა, რომ მოძალადე პოლიციელი მას სამსახურეობრივ იარაღს ადებდა შუბლზე და მოკვლით ემუქრებოდა.

– მამუკას სიცოცხლის და ელენეს დაჭრისაგან გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, შსს-ს ხელი რომ არ დაეფარებინა მოძალადე და მკვლელი პოლიციელისათვის.