"საფარის" აქტივობები / სიახლეები

საუკეთესო ციფრული პლატფორმა – “ფანჯარა” და “განძი” თანასწორობის კონკურსში მე-2 ადგილზე გავიდნენ

“საფარის” ახალგაზრდულმა პლატფორმებმა, ფანჯარამ და განძიმ WECF Georgia-ს კონკურსში, მედია თანასწორობისთვის საპრიზო ადგილი დაიკავეს. ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდებისთვის, მათივე ჩართულობით შექმნილმა სივრცეებმა ნომინაციაში – საუკეთესო ციფრული პლატფორმა მე-2 ადგილი აიღეს.

მედია თანასწორობისთვის არის ორგანიზაციის, “ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” კონკურსი, რომელიც უკვე მეორე წელია აჯილდოებს საუკეთესო მედიაპროდუქტებს სხვადასხვა კატეგორიაში. საუკეთესო ციფრული პლატფორმის ნომონაციაში “საფართან” ერთად საპრიზო ადგილები გაინაწილეს ჩვენმა მეგობარმა პლატფორმებმა – ქვიარმა და GrlzWave-მა.

ფანჯარა და განძი არის “საფარის” ორენოვანი, ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური ახალგაზრდული პლატფორმები. მათი მიზანია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა. ამ პლატფორმებზე თემის წევრი ახალგაზრდები აჟღერებენ საკუთარ მოსაზრებებს და განიხილავენ თემში არსებულ პრობლემებს ადამიანის უფლებების, განათლების ხელმისაწვდომობის, ქალთა გაძლიერების, აქტივიზმის და სხვა საკითხების ჭრილში.

ფანჯარა და განძი გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ფუნქციონირებს.