კავშირი „საფარი“ იცავს გენდერული ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლებს. ჩვენს ბენეფიციართა უდიდესი უმრავლესობა ქალია. ჩვენ თავს ვიკავებთ მოძალადეების დაცვისაგან, თუმცა, შესაძლოა, განსაკუთრებულ შემთხვევებში მათი უფლებებიც დავიცვათ, მაგალითად მაშინ, როცა ვფიქრობთ, რომ ქალი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ჩვენი საქმეების დიდი ნაწილი სტრატეგიული ხასიათისაა და მიზნად ისახავს ხარვეზების აღმოჩენასა და აღმოფხვრას.
„საფარის“ ადვოკატები საადოვკაციო საქმიანობას გასწევენ მხოლოდ ორგანიზაციის ფარგლებში. თუმცა, ვუშვებთ გამონაკლისებს, როდესაც ჩვენს ადვოკატებს საკუთარი ოჯახის წევრების ან ახლობლებისთვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევა უწევთ. ასევე, საშუალებას ვაძლევთ ახალ თანამშრომლებს, დაასრულონ ის საქმეები, რომელიც „საფარის“ გუნდთან შეერთებამდე აიღეს.
ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საქმეებზე და არა – ჩვენი ადვოკატების კერძო პრაქტიკაზე, რომელსაც ისინი ორგანიზაციის მიღმა აწარმოებენ.
ჩვენ პატივს ვცემთ ადვოკატის პროფესიას და ყველა ადამიანის უფლებას, დაიცვას თავი სასამართლოს წინაშე, თუმცა, საქმეების აღებისას ვმოქმედებთ საფარის მიზნებისა და წესდების შესაბამისად.