"საფარის" აქტივობები

„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას რესურსების მობილიზაციის ოფიცრის პოზიციაზე

„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას რესურსების მობილიზაციის ოფიცრის პოზიციაზე

 სამუშაო განაკვეთი: არასრული

ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 1250 დოლარის ეკვივალენტი ლარში

რესურსების მობილიზაციის სპეციალისტის ძირითადი ფუნქციებია: რესურსების მობილიზების კუთხით ორგანიზაციის მხარდაჭერა, საპროექტო იდეებსა და განაცხადებაზე მუშაობა, დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია.

პოზიციის ძირითად მოვალეობებია:

  1. დირექტორისა და დირექტორის მოადგილესთან კოორდინაციით დონორების და პარტნიორების შესაძლებლობების მეთოდური ანალიზი
  • პოტენციური დონორების იდენტიფიცირება და კატეგორიზაცია;
  • საგრანტო კონკურსების მუდმივი მონიტორინგი და დონორთა ბაზების შექმნა-მართვა;
  • დონორებთან და პოტენიცურ დონორებთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებული კომუნიკაცია;2. საპროექტო განაცხადების მომზადება
  • დირექტორსა და მოადგილესთან კოორდინაციით საპროექტო წინადადებების ფორმულირება;
  • საპროექტო განაცხადების ბიუჯეტის მომზადება ფინანსურ მენეჯრთან კოორდინაციით;

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

       განათლება

  • უმაღლესი (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
  • სფერო: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, განსაკუთრებით -გენდერის და/ან ადამიანის უფლებების კუთხით, ბიზნესის ადმინისტრაცია და მართვა.

კომპეტენციები (ცოდნა, უნარები და ხედვა):

  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარები;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • საპროექტო განაცხადის შემუშავების პრინციპების და ტექნიკების ცოდნა;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა.

 

გამოცდილება  

  • საპროექტო განაცხადებზე მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება.
  • არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვა) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com

განცხადებების მიღება წარმოებს  2022 წლის 15 თებერვლამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ  „რესურსების მობილიზაციის ოფიცერი“