პროექტები

„საფარი“ დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით მუშაობას განაგრძობს

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭრით, „საფარი“ განაგრძობს პროექტის “დისკრიმინაციასთან ბრძოლა: ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება” განხორციელებას. პროექტი ხორციელდება 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

პროექტის მიზანია ქვეყანაში თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა, სადაც მაღალია ცნობიერების დონე დისკრიმინაციის არსთან დაკავშირებით.  მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები ინფორმირებულები არიან დარღვეული უფლებების სამართლებრივი გზით დაცვის მექანიზმების შესახებ, მათ აქვთ ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე.

პროექტი ისახავს შემდეგ ამოცანებს:
1. დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, ქვეყნის შიგნით არსებული მექანიზმებისა და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების გზით.
2. ცნობიერების ამაღლება: პრევენციისა და საზოგადოების მობილიზაციაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელება;
3. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზი და შემდგომი ცვლილებების ადვოკატირება.

პროექტი მოიცავს: დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების უზრუნველყოფას, ქვეყნის შიგნით არსეული მექანიზმებისა და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების გზით.

  • პირველი ამოცანის განხორციელების გზები:უფასო იურიდიული დახმარების გაწევა. მოწყვლადი ჯგუფების მათ შორის ქალების, ბავშვების, ეთნიკური უმცირესობების და ლგბტ პირების, უფლებების ადვოკატირება და დაცვა.
    უფასო იურიდიული დამხმარება მოიცავს:
    • უფასო იურიდიულ კონსულტაციებს, როგორც პირადი ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.
    • საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმისწარმოება.
    • საქართველოს სახალხო დამცველთანს აქმის წარმოება.
    • ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებში საქმისწარმოება. საერთაშორისო საქმისწარმოებას “საფარი” განახორციელებს საერთაშორისო პარტნიორთან EHRAC ერთად.

საფარი მოამზადებს სატრენინგო მოდულს და ჩაუტარებს/განახორციელებს ტრენინგს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერებს. (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ტრენინგი მიზნად ისახავს ტრენერების ინფორმირებულობისა და მგრძნობელობის გაზრდას დისკრიმინაციასთან და გენდერულ საკითხებთან მიმართებით, რათა მათ შემდგომში მასწავლებლებისათვის ჩასატარებელ ტრენინგის ფარგლებში გაითვალისწინონ შემუშავებული მოდული და მოახდინონ მიღებული ცოდნის გაზიარება. მოდულში ყურადღება დაეთმობა დისკრიმინაციასა და სიძულვილის ენას, განსაკუთრებული აქცენტით სექსიზმსა და გენდერულ სტერეოტიპებზე, ოჯახში ძალადობის გენდერულ ასპექტებს, ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსუალური შევიწროების სხვადასხვა ფორმებს, ადრეულ ქორწინებას.
“საფარი” სტუდენტებს ტრენინგებს ჩაუტარებს შემდეგ საკითხებში:
• საქართველოს ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები.
• გენდერულად მოტივირებული დისკრიმინაცია, მისი ფორმები, ან ქალის მიმართ ძალადობა, როგორც დისკრიმინაციის ფორმა
• უფლების დაცვის სამართლებირივი მექანიზმები
• გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა და აქტივიზმი
ტრენინგები საშუალებას მოგვცემს, არა მხოლოდ ინფორმაცია მივაწოდოთ სტუდენტებს, არამედ მოვახდინოთ საზოგადოებაში არსებული მწვავე საკითხების განხილვა/შეფასება.

გარდა ამისა, “საფარი” განახორიცელებს კვლევას სხვადასხვა ქვეყანაში შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობით რეგულირების შესახებ და მოამზადებს საუკეთესო პრაქტიკის ანალიზს. კვლევაზე დაფუძნებით “საფარი” მოამზადებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. საფარი განახორციელებს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების ლობირებას და ადვოკატირებას, როგორც საპარლამენტო ფრაქციებთან ისე ინდივიდუალურ დეპუტატებთან.

ასევე, საფარი განახორციელებს კვლევას სხვადასხვა ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოს საკანონმდებლო რეგულირების შესახებ.