25-28 თებერვალს „საფარის“ გუნდმა დონაციის კამპანიის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ინიციატივის მიხედვით, ორგანიზაცია საკუთარ ბენეფიციარებს დასახმარებლად ქრაუდფანდინგის – სახალხო დაფინანსების მექანიზმსაც გამოიყენებს.
კამპანიის ფარგლებში შეგროვებული თანხა მოხმარდება მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების სხვადასხვა საჭიროებების დაკმაყოფილებას – ფსიქოლოგიურ მომსახურებას, ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას, განათლებისა და მათი ეკონომიკური დამოუკიდბელობის ხელშეწყობას და ა.შ.
აქტივობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. დონაციის კამპანიის იდეის დახვეწასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დაგვეხმარა მარიამ მიროტაძე, ქრაუდფანდინგის პლატფორმა “ორბელიანი მეტის” ხელმძღვანელი.
„საფარი“ დონაციის კამპანიას სულ მალე დაიწყებს. ინიციატივის საშუალებით გავაძლიერებთა არა მხოლოდ კონკრეტულ ბენეფიციარებს, არამედ ორგანიზაციასაც: „საფარის“ ორგანიზაციული და სტრუქტურული გაძლიერება პირდაპირ აისახება ჩვენი მოქმედი თუ მომავალი ბენეფიციარების კეთილდღეობაზე.