ხვალ, პარასკევს, 11 ოქტომბერს, 10.30-ზე, ორგანიზაცია “საფარის” ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართება მეორე პრესკონფერენცია თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, რომ 8 ოქტომბერს პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო, ილია ჯიშკარიანს კი ბრალი წარუდგინა, მაგრამ, ილია ჯიშკარიანისთვის პროკურატურა აღმკვეთის სახით პატიმრობის მოთხოვნას არ აპირებს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა! ამ შემთხვევაში, პროკურატურის მოთხოვნის გარეშე, მოსამართლეც ვერ შეუფარდებს პატიმრობას.
ამ საქმეში მოწმეზე ზემოქმედების მცდელობა უკვე იყო და ილია ჯიშკარიანმა დანაშაულის კვალი ერთხელ უკვე წაშალა, მას აქვს სერიოზული გავლენები სუსში და ჰყავს ძლიერი მფარველები.
პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ 13:00-ზე გაიმართება. ჯიშკარიანის თავისუფლებაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის ობიექტურ გამოძიებას!