2021 წლის 14 და 15 აპრილს, საფარის იურისტმა ცირა ჯგერენაიამ, აპლიკაცია Safe You-ს შესახებ, შეხვედრები გამართა ზუგდიდში, როგორც ადგილობრივ ქალებთან და გოგონებთან, ასევე სამეგრელოს რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებთან და უფლებადამცველებთან.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფორმებზე და მისგან თავდაცვის გზებზე. შეხვედრაზე ასევე დეტალურად განიხლეს აპლიკაცია Safe You-ს შესაძლებლობები, ფუნქციები და საჭიროება, ჩაებნენ დისკუსიებში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ რეგიონში და ისაუბრეს აპლიკაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საჭიროებაზე.