"საფარის" აქტივობები

საფარმა თელავში ქალთა უფლებებზე ტრეინინგი და ვორკშოპი ჩაატარა

,,საფარის“ ორგანიზებით, 2021 წლის 11-13 ივნისს თელავში სასტუმრო Holidei Inn-ში ჩატარდა   ვორკშოპი და ტრეინინგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ გოგონებთან.  შეხვედრის მიზანია, გოგონებმა მიიღონ და შემდეგში თავიანთ თემებში გაავრცელონ ინფორმაცია ქალთა უფლებებზე, თანასწორობაზე, ოჯახში ძალადობის ფორმებსა და მის  წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე.

შეხვედრებზე, გოგონებმა მიიღეს როგორც თეორიული ინფორმაცია, ასევე შეასრულეს  პრაქტიკული სამუშაოები, ჩაატარეს საცდელი პრეზენტაცია აპლიკაცია Safe You-ს შესახებ,  მოამზადეს მოკლე საინფორმაციო ვიდეორგოლები ქალთა რეპროდუქციულ  ჯანმრთელობაზე, გენდერულ სტერეოტიპებზე.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება და დისკუსია საქართველოში ქალთა მოძრაობის ჩამოყალიბების ისტორიისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.