2020 წლის 20 თებერვალს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ორგანიზაცია საფარის დირექტორმა, ბაია პატარაიამ, USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებულ პროექტის “კომპლექსური მიდგომა ქალების და გოგონებისადმი ძალადობის მიმართ” ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის ბიუროს იურისტებთან ჩაატარა ტრეინინგი, გენდერულ ძალადობასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სისხლის, ასევე, სამოქალაქო მიმართულების იურისტები.
ბაია პატარაიამ დაწვრილებით მიმოიხილა საკითხები, რომელიც უკავშირდება თემას „როგორ გამოვკვეთოთ გენდერული ნიშანი ქალთა მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციაში“. ტრეინინგის დასასრულს, გაიმართა დისკუსია გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.