9-10 ნოემბერს, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით, კავშირმა საფარმა საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და გადაცემის პროდიუსერებისათვის ორდღიანი ტრეინინგი-სემინარი, სახელწოდებით “უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების არადისკრიმინაციული გაშუქება – ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტები” ჩაატარა, რომელზეც დეტალურად განიხილეს შემდეგი საკითხები:
– დისკრიმინაციისა და თანასწორობის რაობა;
– სტერეოტიპები, მათი ტირაჟირება და სტიგმის ჩამოყალიბება;
– დაცული საფუძველი და მტკიცების ტვირთი;
– დისკრიმინაციული გარემოს შეცვლის აუცილებლობა;
– ნიუსრუმში წარმოშობილ დისკრიმინაციულ პრობლემებთან გამკლავების ხერხები;
– დისკრიმინაციასთან ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები.
გარდა ამისა, ტრეინინგის მონაწილეებმა ტრენერებთან ერთად (ზვიად ქორიძე, ნესტან ცეცხლაძე, ბაია პატარაია) თანამედროვე ქართულ ჟურნალისტიკაში დისკრიმინაციისა და უმცირესობების საკითხის გაშუქების მხრივ არსებულ კონკრეტულ პრობლემურ მაგალითებზეც ისაუბრეს, რამაც ტრეინინგის მონაწილეებს ჟურნალისტური მასალის კორექტული აგების პრინციპები გააცნო.