"საფარის" აქტივობები

საფარმა ქვემო ქართლის სათემო ცენტრებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერებისთვის ტრეინინგები გამართა

3-5 ივლისს, კავშირმა „საფარმა“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელების მიერ ქვემო ქართლის რეგიონში დაარსებული სათემო ცენტრებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერებისთვის ტრეინინგები გამართა.

ტრეინინგ-სემინარში მონაწილეებმა ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე: საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, ადვოკატირების მექანიზმები და ა. შ. ლექტორმა ლაშა ბუღაძემ ასევე ისაუბრა ნაციონალიზმზე, მოქალაქეობასა და პროტესტის ალგორითმზე.

ტრეინინგების განმავლობაში, სათემო ცენტრებისა და ახალგაზრდული ცენტრების წარმომადგენლებმა ისაუბრეს რეგიონში და სოფლებში არსებულ პრობლემებზე, ყურადღება გაამახვილეს მათი ორგანიზაციების საჭიროებებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ღონისძების დასასრულს, მონაწილეებმა ცენტრების საქმიანობის ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საფარი განაგრძობს რეგიონში არსებულ სათემო და ახალგარზულ ცენტრებთან თანამშრომლობას და მათ გაძლიერებაზე მუშაობას.