"საფარის" აქტივობები

საფარში ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე ვაკანსიაა

კავშირისაფარიაცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, აკაკი გახოკიძის 11ა

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.

ანაზღაურება: დარიცხული 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

მოვალეობები:

 

  1. პროექტების ადმინისტრაციული მხარდაჭერა
  • საფარის მიმდინარე პროექტის გაცნობა და ადმინისტრაციული საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • პროექტის კოორდინატორების ადმინისტრაციული მხარდაჭერა და ჩართულობა, პროექტების ადმინისტრაციული და ლოგისტიკური აქტოვობების დაგეგმვა-ორგანიზება;
  • პროექტების განხორციელების შესახებ ანგარიშების მომზადების პროცესში კოორდინატორის მხარდაჭერა.
  1. ორგანიზაციის საქმიანობის ადმინისტრაციული მხარდაჭერა:
  • კორესპონდენციის (შემოსული და არსებული) დოკუმენტაციის დახარისხება და მეთოდური ფაილინგი; წერილების და არქივის ბაზის შექმნის პროცესის მხარდაჭერა და წარმოება;
  • ორგანიზაციის მიერ დადებული ხელშეკრულებების, მიღება- ჩაბარების აქტების და სხვა დოკუმენტაციის დახარისხება და დაარქივება;
  • ოფისის საქმიანობის ლოგისტიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა
  • საფარის პირველადი საკომუნიკაციო ფუნქციის შესრულება;
  • ინვენტარიზაცია და საჭირო ინვენტარის პერიოდული ანალიზი;
  • ოფისის მოწესრიგების პროცესის კოორდინაცია;
  • დოკუმენტაციების დამოწმება, ორგანიზაციის სახელით.
  • ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე პარტნიორებთან კოორდინაცია;
  1. საფარის შეხვედრების, კონფერენციების და სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება. 

 

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

 

  • უმაღლესი განათლება
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • დეტალებზე ორინტაცია;
  • კეთილსინდისიერება
  • პროექტის მართვის ძირითადი ციკლის ცოდნა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ინგლისურ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
  • კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com

  • CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 28 იანვარი.

არასრულად შემოტანილი დოკუმენტები არ განიხილება.