"საფარის" აქტივობები

საფარში სოციალური მუშაკის პოზიციაზე ვაკანსიაა

სამუშაო განაკვეთი: 80%

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: $500 ეკვივალენტი ლარში.

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

  • სოციალური საჭიროებების მოსაგვარებლად ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობის შეფასება, ინდივიდუალური გეგმის შემუშავება;
  • საჭიროებიდან გამომდინარე, ბენეფიციარისთვის კონსულტაციისა და საგანმანათლებლო დახმარების გაწევა, მათ შორის, მისი ჯანსაღი ქცევის მხარდაჭერის/წახალისების, მიზნით;
  • ორგანიზაციის თანამშრომბელბთან კოორდინირებული თანამშრომლობა;
  • ბენეფიციარების სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან კომუნიკაცია;
  • სხვა დავალებების შესრულება პროექტის კოორდინატორის და ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მითითებით.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ან “სოციალური მუშაობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი;
  • მსგავსი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ბავშვთან ან/და სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • თანამშრომლებთან აქტიური და ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;

პიროვნული უნარები:

  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • მოქნილობა და ადაპტაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 300 სიტყვა) და მუთითეთ 2 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com. განცხადებების მიღება წარმოებს 20 ივლისამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „სოციალური მუშაკი.“