"საფარის" აქტივობები

საფარში ფონდების მოძიების სპეციალისტის ვაკანსიაა

საფარი აცხადებს ვაკანსიას ფონდების მოძიების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: არასრული, 80% დატვირთვით

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 600 ევროს ეკვივალენტი ლარში

ფონდების მოძიების მენეჯერის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს: ფინანსური რესურსების მობილიზების კუთხით ორგანიზაციის მხარდაჭერა, საპროექტო იდეებსა და განაცხადებაზე მუშაობა, დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია; ასევე, ორგანიზაციის მხარდაჭერა დონორ ორგანიზაციებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან ან/და პოტენციურ პარტნიორებთან ეფექტიან კომუნიკაციაში.

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

  • ორგანიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიება;
  • საგრანტო კონკურსების მუდმივი მონიტორინგი და დონორების მონაცემთა ბაზების წარმოება;
  • საპროექტო განაცხადების მომზადება და წარდგენა პროგრამის დირექტორებთან, ფინანსურ მენეჯერსა და პროექტების კოორდინატორებთან აქტიური თანამშრომლობით;
  • დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უმაღლესი განათლება საჯარო ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ბიზნესის მართვის და სხვა რელევანტურ დარგებში;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა და ორივე ენაზე აკადემიური წერის სრულყოფილი უნარები;
  • მინიმუმ, 1-წლიანი გამოცდილება ფონდების მოძიების, მენეჯმენტის და სხვა რელევანტური საქმიანობის მიმართულებით;
  • თანამშრომლებთან აქტიური და ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვა) ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com. განცხადებების მიღება წარმოებს 10 ივლისამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ  „ფონდების მოძიების სპეციალისტი“.