სტატიები

საქართველოს გოგონათა ნაკრები ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

22-23 ივლისს, მოსკოვმა ქვიშის რაგბიში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც მონაწილეობას საქართველოს ქვიშის რაგბის როგორც ქალთა, ასევე კაცთა ნაკრებებმა.

ქვიშის რაგბის ევროპის პირელი კონტაქტურ ჩემპიონატზე, სულ 8 ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა – აზერბაიჯანმა, უკრაინამ, რუმინეთმა, იტალიამ, ბელარუსმა, რუსეთმა, ესპანეთმა და საქართველომ.

ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს გოგონათა ნაკრები ვერცხლის პრიზიორი გახდა. მოსკოვში გამართული ტურნირის ფინალში საქართველო მასპინძელ რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:0 დამარცხდა.

გოგონათა ნაკრებმა ნახევარფინალში ბელარუსებს 6:1 მოუგო, რომლებმაც ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.