პროექტის აღწერა:
პროექტი მიზნად ისახავს სექსუალური ძალადობის პრევენციას თბილისის კლუბებსა და საფესტივალო სივრცეებში, ამ სივრცეების ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების გაძლიერების, ასევე თანამშრომლებისა და აუდიტორიის ცნობიერების ამაღლების გზით.
ინიციატივა უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას ღამის ცხოვრების და კულტურული ღონისძიებების სივრცეებში, სადაც სექსუალური ძალადობა და შევიწროება აღიარებულია პრობლემად და მათ წინააღმდეგ მოქმედებენ როგორც ორგანიზაციები, ისე ინდივიდები — განათლებითა და ეფექტური რეაგირების მექანიზმებით.
პარტნიორი/დონორი: OSGF
პროექტის ხანგრძლივობა: 25.06.2023 — 25.03.2024
პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 15,000 აშშ დოლარი.
პროექტის აქტივობები: პროექტის ფარგლებში საფარმა თბილისის კლუბებსა და ფესტივალთან თანამშრომლობით შეიმუშავა ერთობლივი სამოქმედო გეგმა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ, შეისწავლა თბილისის გასართობ სივრცეებში სექსუალური ძალადობის შესახებ მდგომარეობა, მოამზადა ძალადობის პრევენციის შიდა პოლიტიკის დოკუმენტი და აწარმოა საინფორმაციო კამპანია.