სტატიები

სოფიო სომხიშვილმა ძიუდოში იუნიორთა მსოფლიო პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძიუდოში, წარმატებით იასპარეზა (4 მედალი – 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).

ჩემპიონატის ინდივიდუალური პროგრამის დასკვნით საშეჯიბრო დღეს, 12 აგვისტოს, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, +70 კგ. წონით კატეგორიაში, სოფიო სომხიშვილი გახდა.

ქართველმა ვიცეჩემპიონმა ჯამში 4 შეხვედრა გამართა. ფინალამდე მან პოლონელი, ბრაზილიელი და ტუნისელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში კი, დამატებით დროში, ხორვატ ელენა ვუკოვიჩთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ 17 წლის სოფიო სომხიშვილი წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, დიორი 2017-ის გამარჯვებული და ასევე იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.

იმავე ტურნირზე, 63 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, კიდევ ერთი გამარჯვებული გოგონა გვყავს – მარიამ ჭანტურია, რომელიც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.