ქალზე ძალადობა

სტამბოლში პოლიციამ ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია დაშალა

სტამბოლში, პოლიციამ ქალთა უფლებების მოთხოვნით გამართული მასშტაბური დემონსტრაცია დაშალა.

ორშაბათს, 25 ნოემბერს, აქციის მონაწილეებმა ქალაქში მარშით ჩაიარეს, ქალთა უფლებების მოთხოვნის ამსახველი ბანერებითა და პლაკატებით. აქცია გაეროს მიერ ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის დღეს საგანგებოდ დაამთხვიეს.

დემონსტრაციაში დაახლოებით ორმა ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და პლასტიკის ტყვიები გამოიყენა.

თურქი უფლებადამცველების მონაცემებით, მხოლოდ 2019 წელს, ქვეყანაში 378 ქალი მოკლეს, ხოლო შარშან – 440. აქტივისტებმა თურქეთის სასამართლო არაერთხელ დაადანაშაულეს ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებში დამნაშავეთათვის ზედმეტად რბილი განაჩენის გამოტანაში.

channelnewsasia.com