ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “საფარის” გამოცემული კომენტარების გაცნობა დღეიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
წიგნზე „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების კომენტარები“ კრიმინოლოგი, მოსამართლე, პრაქტიკოსი იურისტები და პროკურორები მუშაობდნენ.
ავტორთა ჯგუფის გადაწყვეტილებით, პუბლიკაცია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ქართულ კანონმდებლობასაც სწორედ ამ ჭრილში განიხილავს.
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების კომენტარები