"საფარის" აქტივობები / ტრენინგები

ტრეინინგები “გენდერული თანასწორობა საზოგადოებასთან ურთიერთობის და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში” და “გენდერული თანასწორობა ადამიანური რესურსების სფეროში”

24 და 25 აგვისტოს, ”საფარის” მიერ, ორგანიზაცია “სიდასთან” თანამშრომლობით, ჩატარდა ტრეინინგები, რომლის მიზანი ადამიანური რესურსების დეპარტამენტის თანამშრომლებისა და მარკეტინგსა და რეკლამის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის გენდერულ საკითხებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიწოდება იყო.

ტრეინინგის “გენდერული თანასწორობის შესახებ ადამიანური რესურსების მართვის სფეროში” მიზანია ადამიანური რესურსების დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება გენდერული თანასწორობის საკითხებში.

ტრეინინგი ფოკუსირებულია ზოგადად გენდერული თანასწორობის საკითხებზე, თანამშრომელთა განვითარებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობაზე, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხებზე, დისკრიმინაციის ღია და ფარულ ფორმებზე დასაქმების ადგილას, სახელფასო სხვაობასა და სხვა პოლიტიკიბზე, რომელიც ხშირად დისკრიმინაციულია ქალების მიმართ. ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ როლური თამაშებითა და ჯგუფური სავარჯიშოებით გაეცნონ როგორც თეორიას, ასევე პრაქტიკულ საკითხებს.

25 აგვისტოს ჩატარებულ ტრეინინგზე, სახელწოდებით “გენდერული თანასწორობა საზოგადოებასთან ურთიერთობის და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში“,  ყურადღება დაეთმო გენდერის არსს, გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის ასპექტებს. ასევე, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე განხილული იქნა ცუდი და კარგი პრაქტიკები მარკეტინგსა და რეკლამის სფეროში, რათა მენეჯერებმა გაითვალისწინონ აღნიშნული საკუთარ საქმიანობაში. ტრეინინგის პროცესში გამოყენებული იქნა ტესტების მეთოდი რეკლამაში სექსიზმის გამოსავლენად. სარეკლამო ბაზარზე გენდერული დისკრიმინაციის შესახებ ტრეინინგის მონაწილეებს იუმორისტული ტელეპროდუქციის ცნობილი სცენარისტი გიორგი ჯანელიძე ესაუბრა.