კანონპროექტს უკრაინის სამხედრო სამსახურში მსახურებისას ქალების და კაცების თანაბარი უფლებების უზრუნველყოფის შესახებ ხმა ქვეყნის 247-მა დეპუტატმა მისცა. ამიერიდან, უკრაინელ ქალებს საშუალება ექნებათ, სამხედრო სამსახური კაცების თანაბარ პირობებში გაიარონ.
გამონაკლისი მხოლოდ დედათა და ბავშვთა დაცვის კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაიშვება.
გარდა ამისა, ქალებს ნებაყოფლობით შეუძლიათ ჯარში კონტრაქტით მუშაობა, სამსახურის გავლა რეზერვში ან სათადარიგო სამხედროდ ყოფნა.
ჯარში გაწვევისგან თავისუფალნი მხოლოდ ორსულები იქნებიან.
წინა კანონმდებლობიდან ამოღებულია არმიაში ქალთა მსახურების ასაკობრივი შეზღუდვა – 22-დან 40 წლამდე.
ასევე, ქალებისთვის ამიერიდან გზა ხსნილია სამხედრო თანამდებობებისა და წოდებებისაკენ, რაც აქამდე მხოლოდ კაცებისთვის იყო ხელმისაწვდომი. არმიაში მსახურებისას, სქესთა პასუხისმგებლობაც გათანაბრდა.