შინ:
- თუ კარზე ზარია, მიუხედავად იმისა, მარტო ხარ თუ არა შინ, კარის გაღებას ნუ იჩქარებ, ჯერ სათვალთვალოში გაიხედე ან იკითხე: „ვინ არის?“.
- კარს ნუ გააღებ პასუხზე „მე ვარ“. სთხოვე, თავისი ვინაობა დაგისახელოს.
- თუ კარის უკან მდგომი არ გეცნობა, იგი კი ამტკიცებს, რომ იმ წუთს შინ არმყოფი შენი მშობლების ან ოჯახის წევრების ახლობელია, კარს ნუ გააღებ, უბრალოდ სთხოვე, სხვა დროს მოვიდეს.
- თუ ადამიანი შენთვის უცნობ სახელს (გვარს) ასახელებს და ამბობს, რომ მას ეს მისამართი მისცეს, კარს ნუ გააღებ, ისე უთხარი მას, რომ შეცდომით სხვა მისამართზე მოხვდა.
- სახლიდან ნაყინის, პურის საყიდლად ან ნებისმიერი სხვა მიზეზით გასვლისას, კარი ჩაკეტე.
ქუჩაში:
- თუ მეზობელ ეზოში სათამაშოდ გადადიხარ, მშობლები აუცილებლად გააფრთხილე.
- თუ მეგობრებთან ერთად დამალობანას თამაშობ, ნუ დაიმალები სარდაფებში, მიტოვებულ გარაჟებში და მსგავს ადგილებში.
- მარტო ნუ იხეტიალებ ტყეში ან პარკში;
- თუ სადმე შეყოვნდი, მშობლებს სთხოვე, დაგხვდნენ ან მოგაკითხონ.
- თუ გზაზე ავტომაგისტრალი უნდა გადაკვეთო, გადასვლის დროს შეეცადე, ტრანსპორტის შემხვედრი მიმართულებით იმოძრაო. თუ ხედავ, რომ მომავალი მანქანა დიდი სისწრაფით მოდის შენკენ ან მწყობრიდან გამოსულია, შეეცადე, რაც შეიძლება შორს გაეცალო მას.
- თუ ქუჩაში გაგაჩერეს და გთხოვენ, რომელიმე კონკრეტული გზა ასწავლო, ეს სიტყვებით გააკეთე, მანქანაში არავის ჩაუჯდე.
- თუ უცხო ადამიანი ცდილობს, რამით გაგიმასპინძლდეს ან რაიმე ნივთი შემოგთავაზოს, ზრდილობიანი უარი უთხარი.
- თუ კარს მომდგარი უცხო ადამიანი გეტყვის, რომ შენი მშობლების ან ახლობლების მეგობარია, მას სახლში ნუ მიიპატიჟებ, უბრალოდ სთხოვე, მათ მოსვლას ქუჩაში დაელოდოს.
- სადარბაზოში შესვლისას მიმოიხედე, დარწმუნდი, იქ უცხო ადამიანები ხომ არ არიან. თუ იქ ერთი უცნობი ადამიანი მაინც შენიშნე, სადარბაზოში შესვლას ნუ იჩქარებ, დაიცადე, გარეთ გამოვიდეს/გამოვიდნენ, ან მეზობელს დაელოდე და მასთან ერთად შედი.
- თუ ლიფტი გამოიძახე და უცხო ადამიანი მოგიახლოვდა, ლიფტში მასთან ერთად ნუ შეხვალ, იგი წავიდეს და შემდეგ ისარგებლე ლიფტით.
- როდესაც სახლის კარი ღიაა და შენ ზუსტად იცი, რომ ამ დროს შინ არავინ უნდა იყოს, აუცილებლად დაურეკე შენი ოჯახის წევრებს, ან მეზობელთან შედი და სახლის ტელეფონზე დარეკე.
მაღაზიაში:
- სახლიდან გასვლის წინ გადაითვალე ფული;
- თუ მსხვილი კუპიურა გაქვს, ოჯახის ზრდასრულ წევრებს სთხოვე, მაღაზიაში გამოგყვნენ.
- ფულის გადახდის დროს, ნუ გამოაჩენ მთელ თანხას, რომელიც იმ დროს ხელთ გაქვს.