მილიონერ ფლეიბოის ლაპო ელკანს (Lapo Elkann), Fiat-ის იმპერიის მფლობელთა შთამომავალს, ციხე ემუქრება. 39 წლის ბიზნესმენი საკუთარი გატაცების ინსცენირების ბრალდებით ნიუ-იორკში დააკავეს. მანამდე, მან პოლიციას განუცხადა, რომ მძევლად ჰყავდა აყვანილი ტრანსგენდერ სექს მუშაკს, რომელიც მისი გათავისუფლების სანაცვლოდ $10 000-ს ითხოვდა.
სინამდვილეში, ლაპომ მანჰეტენზე მდებარე საკუთარ სახლში გასული შაბათ-კვირა ბობოქარ ვნებებში გაატარა, ტრანსგენდერი კაცის კამპანიაში. წვეულების სტუმრებმა ალკოჰოლი და ნარკოტიკები უხვად მოიხმარეს. მაგრამ, ღრეობა დასრულდა და $10 000-ის გადახდის ჯერიც დადგა. როგორც ჩანს, ლაპოს საკრედიტო ბარათები დაბლოკილი ჰქონდა, ნაღდი ფული კი საკმარისი რაოდენობით არ აღმოაჩნდა. იგი იძულებული გახდა, ნათესავები შეეწუხებინა.
ელკანმა საკუთარ ოჯახს გამოუცხადა, რომ ვიღაც ტრანსგენდერმა სექს მუშაკმა გაიტაცა და თუ გამოსასყიდ თანხას არ გადაიხდიან, გამტაცებელი მას ზიანს მიაყენებს. ლაპოს ნათესავებმა მაშინვე ამერიკის სამართალდამცავებს მიმართეს. მოგვიანებით, იგივენაირად მოიქცა თავად ელკანიც.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო. კვირა საღამოს, მან ელკანი მანჰეტენზე იპოვა. მისი ჩვენების თანახმად, ფულის გამოძალვის ბრალდებით, პოლიციამ მალე ელკანის ბინაში მყოფი 29 წლის ტრანსგენდერი სექს მუშაკი დააკავა. თუმცა, სამართალდამცავებმა ეს უკანასკნელი მალე გაათავისუფლეს და მის ნაცვლად თავად ელკანი დააპატიმრეს. იგი ფულის მიღების მიზნით საკუთარი გატაცების ინსცენირებაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული არანაირ მძევლად აყვანაში არ მონაწილეობდა. ელკანი ბინაში იძულებით არავის დაუკავებია, უბრალოდ მას ნაღდი ფული გაუთავდა. ცრუ ბრალდებაში მხილებული ლაპო ელკანის პროცესი 2017 წლის 25 იანვარს გაიმართება. მისი წარმომადგენლები კომენტარისგან თავს იკავებენ.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სკანდალისტი იტალიელი მილიონერი გახმაურებული ისტორიის გმირია. 11 წლის წინ, 2005 წელს, იგი კოკაინისა და ჰეროინის ზედოზირების შედეგად ლამის გარდაიცვალა. აკრძალული ნივთიერებები ლაპომ მაშინაც ტრანსგენდერი კაცების კამპანიაში მიიღო.
2015 წელს, საავტომობილი კომპანიის მემკვიდრე კვლავ ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან მას ჟურნალისტები აშანტაჟებდნენ: ლაპო ნარკოტიკებს მაკომპრომენტირებელ სექსუალურ პოზებში იღებდა. მაშინ ელკანმა გამოსასყიდი გადაიხადა, თუმცა პოლიციას მაინც მიმართა, რის შედეგადაც ბოროტმოქმედები დააკავეს. თუ რითი დასრულდება ამჟამინდელი ისტორია, ამის წარმოდგენა ძნელია.