პროექტის აღწერა:
პროექტი მიზნად ისახავს სექსუალური დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების ხელშეწყობასა და ქალების მიმართ ჩადენილი ძალადობის საქმეებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას.
ინიციატივა ფოკუსირებულია საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერებასა და მისი საქმიანობის მონიტორინგზე, რაც უზრუნველყოფს გამოძიების პროცესების უფრო სენსიტიურ, ეფექტურ და მსხვერპლზე ორიენტირებულ მიდგომას.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება სექსუალური დანაშაულების გამოძიების ხარისხის კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს არსებული პრაქტიკის შეფასებასა და გაუმჯობესების საჭიროებების გამოვლენას. პარალელურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, რომელიც უწყებისადმი მიმართვიანობის წახალისებას ემსახურება, რათა დაზარალებულებმა იცოდნენ თავიანთი უფლებები და მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უსაფრთხოებისა და სამართლებრივი დაცვის მიზნით.
პროექტი ხელს უწყობს როგორც ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, ისე საზოგადოებაში სექსუალური ძალადობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
პარტნიორი/დონორი: USAID / East-West Management
პროექტის ხანგრძლივობა: 08.15.2023 — 04.14.2024
პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 24,424 აშშ დოლარი.
პროექტის აქტივობები: პროექტის ფარგლებში საფარმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩაატარა კვლევა სექსუალური დანაშაულების გამოძიების ხარისხის შესახებ და საინფორმაციო კამპანია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სექსუალური დანაშაულების თაობაზე მიმართვიანობის წახალისება-გაზრდისთვის.