პროექტის აღწერა:
გენდერზე და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციის სწრაფი გავრცელებისა და გავლენის ზრდის პირობებში, „საფარი“ განსაკუთრებულად ხედავს საჭიროებას, გააძლიეროს ქალთა უფლებების ორგანიზაციების მზადყოფნა და გამძლეობა გენდერული და იდენტობის დეზინფორმაციის (GID) საფრთხეების წინააღმდეგ, განსაკუთრებით რეგიონებში, დედაქალაქის ფარგლებს გარეთ მოქმედი ორგანიზაციების შემთხვევაში.
ამ მიზნისთვის პროექტი უზრუნველყოფს ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას, შექმნის მხარდაჭერისა და სოლიდარობის სივრცეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი ქალებისთვის. ინიციატივა ხელს შეუწყობს მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, საერთო ძალისხმევით რესურსების გაერთიანებასა და ერთმანეთის მხარდაჭერას, რაც საბოლოო ჯამში გაამყარებს ქალთა მოძრაობას გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
პარტნიორი/დონორი: ZINC/Artemis MN006
პროექტის ხანგრძლივობა: 15.01.2024 — 23.01.2025
პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 15,000 ფუნტი.
პროექტის აქტივობები:
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების აქტივობები:
- ტრენინგი გენდერულ დეზინფორმაციაზე: დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა გენდერული დეზინფორმაციის რისკების გაცნობას, მისი იდენტიფიცირების გზების შესწავლას და პრევენციის უნარების გაძლიერებას.
- ხუთი შეხვედრა ქალებისთვის: ადგილობრივი თემის ლიდერი ქალებისთვის ჩატარდა 5 თემატური შეხვედრა, სადაც განიხილებოდა გენდერული დეზინფორმაციის გავლენა მათ საქმიანობაზე, თავდაცვის სტრატეგიები და საერთო მხარდაჭერის მექანიზმები.
- მოკლე ფილმები:
- 12 საათამდე — გენდერული დეზინფორმაციის თემაზე შექმნილი ფილმი, რომელიც ასახავს ქალთა წინააღმდეგ მიმართული მიზანმიმართული კამპანიების გავლენას.
- ციფრული უსაფრთხოება — ციფრული უსაფრთხოების და პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე, რომელიც ასახავს ონლაინ სივრცეში ქალების დაცვის პრაქტიკულ გზებს.