22 მაისს, საფარისა და სამართლიანი არჩევნების (ISFED) ორგანიზებით კვლევის – “ქალი კოორდინატორების გამოწვევები არჩევნებში“ პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის საჭიროებაზე, მიზნებზე და ზოგადად, საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობისა თუ მათ მიმართ ძალადობის ფორმებზე ორგანიზაციების აღმასრულებელმა დირექტორებმა, ბაია პატარაიამ და ნინო დოლიძემ ისაუბრეს. კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები “საფარის” მკვლევარმა, გიორგი ურჩუხიშვილმა წარადგინა.
ფიზიკური ძალადობა, სამსახურიდან გაგდების მუქარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, აღსარების გაცემის მუქარა, შანტაჟი, სოციალური დახმარების მოხსნით დაშინება, უკანონო დავალებები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რასაც, კვლევის მიხედვით, ქალი კოორდინატორები არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში აწყდებიან.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა პროექტის მხარდამჭერი, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, მააიკე ვან კოლდამი. გარდა ამისა, პრეზენტაციას ესწრებოდნენ პარტიების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები, მედია და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. დისკუსიისას პარტიების წარმომადგენლებმა და სფეროში მომუშავე პროფესიონალებმა თავიანთი გამოცდილება და რეკომენდაციები გაგვიზიარეს.
კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის – “არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების ქალი კოორდინატორების პრობლემები ფემინისტური საკითხია” ფარგლებში.