ხვალ, 24 დეკემბერს, 11:00-ზე, კავშირი საფარი (აკაკი გახოკიძის ქ. 11ა) გამართავს პრესკონფერენციას სქესობრივი დანაშაულების საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობის სისტემურ ხარვეზებთან დაკავშირებით.
კავშირი საფარი იცავს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლ ქალებს. ორგანიზაციაში შემოსულ არაერთ საქმეში იკვეთება, რომ გენდერულად მოტივირებული დანაშაულის სხვა საქმეებისგან განსხვავებით, სქესობრივ დანაშაულებზე გამოძიება მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს, რასაც უკვე სისტემური ხასიათი აქვს.
ამ და თემასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებზე, პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია და იურისტი თამარ ლუკავა.