სექსუალობა

13 რამ, რაც მაშინ გეხება, თუ ვაგინა გაქვს

  1. როდესაც პირველად ნახე გინეკოლოგიური სარკე, შესაძლოა, გული საგულედან ამოგვარდა.

თუ რაღაც პერიოდი გაღიზიანებული ხარ, კარგი იქნებოდა, გცოდნოდა, რა ხდება სინამდვილეში პაპ ტესტის გაკეთების დროს (პაპ-ტესტი, ანუ პაპანიკოლაუს ტესტი, მნიშვნელოვანი სკრინინგული კლევაა საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის). სულ ცოტა, გეცოდინება მაინც, თუ რას უნდა ელოდე მაშინ, როდესაც გინეკოლოგიურ სავარძელზე წევხარ.

  1. მოზარდობის ასაკში გაგონილი ინფორმაცია ტოქსიკური შოკის სინდრომის შესახებ თავიდან ჯერაც არ ამოგვარდნია.

ნუ ღელავ, გინეკოლოგები ამბობენ, რომ ღამით ტამპონით ძილი უსაფრთხოა, უბრალოდ ნაკლებად შემწოვი ტამპონის გამოყენებაა საჭირო.

გარდა ამისა, ტოქსიკური შოკის სინდრომი (სერიოზული დაავადება, აწუხებს ქალებს, რომელებიც ხმარობენ ტამპონებს მენსტრუაციის დროს) სინამდვილეში ძალზე იშვიათი მოვლენაა. 1980 წელს მისი სიმპტომები 100000-დან 6-12 ქალს აღენიშნებოდა, ხოლო 1986 წლისთვის – 100000-დან 1-ს. მიუხედავად ამისა, ეს სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერიული ინფექციაა, ჩვეულებრივ სტაფილოკოკი ან А სტრეპტოკოკი, ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა მაღალი სიცხე, პირღებინება და გამონაყარი. ასე რომ, მისი ტყუილად არ გვეშინია.

  1. თუ ერთხელ მაინც გქონია საშარდე გზების დაავადებები, ვერასოდეს დაივიწყებ მას.

საშარდე გზების ინფექცია საზიზღრობაა, მაგრამ იგი ძალზე გავრცელებულია. მას იწვევს ბაქტერიები, რომლებიც საშარდე გზებში ხვდებიან. შესაძლოა, ეს სექსის დროსაც მოხდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი საშარდე გზების ინფექციების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

  1. ამიერიდან ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო, რომ ეს თავიდან ავიცილო.

დიახ, სექსის შემდეგ მოშარდვა შესაძლოა საშარდე გზების დაავადებების თავიდან აცილებაში დაგვეხმაროს. ასევე შეგვიძლია ბევრი წყლის დალევა და გაწმენდა. გამორეცხვისგან თავი უნდა შევიკავოთ – ეს ურეთრას აღიზიანებს.

  1. როდესაც პირველ ლაქას დაინახავ, უკიდურესად შეშფოთებული ხარ.

რას ნიშნავს ეს ლაქა? ციკლი დაგვეწყო? იქნებ ორსულობაა? იქნებ არასაკმარისი ლუბრიკანტი გამოვიყენეთ? შემთხვევითი სისხლდენა საშვილოსნოდან ძალიან დამაბნეველია, რადგან იგი ბევრი რამის ნიშანი შეიძლება იყოს. სავარაუდოდ, საშიში არაფერია, მაგრამ თუ იგი არ გაგვივლის და სხვა სიმპტომებიც დაემატება, ამ ყველაფრის გასარკვევად გინეკოლოგთან ვიზიტს ვერ ავცდებით.

  1. რეგულარულმა ტესტირებებმა შესაძლოა ჩვენში შფოთვა გამოიწვიოს.

როდესაც რეგულარულ ტესტირებას იტარებ, ზოგიერთი კლინიკა გირეკავს და შედეგებს ისე გაცნობს, მაგრამ როგორც ჩანს, გინეკოლოგების უმრავლესობა თავის თავზე იღებს, რომ “თუ რაიმე დადებითი პასუხი იქნება, შეგატყობინებთ“. ეს მიდგომა ძალიან ცუდია.

თუ ეს მოლოდინი გვაღიზიანებს, უბრალოდ უნდა ვიკითხოთ, თუ რამდენ ხანში შეგვიძლია ანალიზების პასუხების გაგება.

  1. დროდადრო ფიქრობ, რომ პრობლემების იგნორირება მათი გაქრობის საწინდარია.

ნუ იქნები გმირი. თუ შენს ვაგინალურ არეს რაიმე შეემთხვა, მიმართე მკურნალ ექიმს. ქავილის, წვისა და დისკომფორტის შეგრძნება საშოს ბევრი პრობლემის სიმპტომია. ასე რომ, მათ ასალაგებლად ზომები რაც შეიძლება სწრაფად მიიღე.

  1. ძირითადად, ამ ყველაფრის გამოსწორება საკმაოდ ადვილია.

მართლაც, შესაძლოა ეს იყოს საპნისგან, ლოსიონებისგან, ხელსახოცისგან ან თმის მოცილებისგან გაჩენილი პრობლემები, სასქესო ორგანოების გადაჭარბებულად ან არასწორად დაბანის ბრალი. მართლაც, ჩვენს საშოს თვითწმენდის შესანიშნავი უნარი გააჩნია. მას საკუთარ თავზე ზრუნვა შეუძლია. გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, საშოს შიდა მხარე, ვულვა, შეგვიძლია მხოლოდ წყლით და ხელით გამოვირეცხოთ.

  1. ყური უგდე საკუთარ გამოცდილებას, შეეშვი სიმპტომების ინტერნეტით ძებნას.

იმიტომ, რომ პასუხად ყოველთვის მიიღებ: ან ორსულად ხარ, ან კვდები. ნუ გაუკეთებ ამას საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, გავრცელებული ვაგინალური პრობლემების შესახებ ინფორმაციას მიიღებ, მაგრამ ამ დროს სჯობს, უბრალოდ დაურეკო შენს ექიმს, რომელიც სწრაფად დაადგენს პრობლემას.

  1. ღიმილით უარყოფ გარკვეული პროდუქტებისა და პრობლემების არსებობას, სანამ ისინი შენ არ შეგეხება.

მაგალითად, ლუბრიკანტი. სიმშრალე ძალზე გავრცელებული სიმპტომია. კონტრაცეპტივების გარკვეული მეთოდები და ალერგიის წამლებიც კი იწვევს მას. ასე რომ, ნუ გერიდება ლუბრიკანტის შეძენა – იგი საშოს საუკეთესო მეგობარია.

  1. შენთვის ნათელია, რომ უნივერსალური საშუალება არ არსებობს.

რატომ არის, რომ იგივე კონტრაცეფცია შეიძლება იყოს გადასარევი რამ ერთი ადამიანისთვის და კოშმარი – მეორესთვის? – იმიტომ, რომ ყველა სხეული თავისებური და უნიკალურია. არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელსაც გავლენა აქვს ამ მეთოდზე. კონტრაცეპტივების ჩვენთვის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა აუცილებელია.

  1. და შესაძლოა, ყველაფერი გაუთვალისწინებლად დასრულდეს…

ერთსა და იმავე პრეპარატზე, ჩვენს ორგანიზმსაც კი თვიდან თვემდე შესაძლოა სრულიად სხვადასხვა რეაქცია ჰქონდეს. როგორც წესი, ეს ნორმალურია, მაგრამ თუ დიდი ცვლილებები კვლავ გრძელდება, სჯობს ექიმს მიმართო.

  1. სულ ცოტა, ამიერიდან იცი, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ხარ.

აბსოლუტურად ყველა, ვისაც ვაგინა აქვს, ცხოვრების რომელიმე მომენტში გამაღიზიანებელი ფაქტორების წინაშე აღმოჩნდება. შესაძლოა, ეს იყოს სხვებთან შედარებით მეტი ან ნაკლები ინტენსივობის პრობლემები, მაგრამ ისინი აუცილებლად იქნება. ასე რომ, თუ საშარდე გზების ან სოკოვანი ინფექციები, საშოს სიმშრალე, საშინელი მენსტრუაცია ან საშოსთან/საშვილოსნოსთან დაკავშირებული რომელიმე სხვა საკითხი გაწუხებს, – ნუ ღელავ. შესაძლოა, ზუსტად იგივე პრობლემები აწუხებს იმ საშოსაც, რომელიც თქვენს მახლობლადაა.

წყარო: buzzfeed.com