"საფარის" საქმეები / ბავშვზე ძალადობა / ოჯახში ძალადობა / სიახლეები / ქალზე ძალადობა / ძალადობა

20 წელი ხუთი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის – „საფარის“ მორიგი გამარჯვება

sapari

ყოფილი ცოლის ოჯახის ხუთი წევრის მკვლელობის მცდელობისთვის კაცს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი ახალქალაქის საქალაქო სასამართლომ 1-ელ სექტემბერს გამოაცხადა.

დაზარალებული ქალისა და მისი ოჯახის ინტერესებს “საფარი” 2021 წლის დეკემბრიდან იცავს. ოჯახში ძალადობის მუხლით ნასამართლევი კაცი, ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ყოფილ ცოლთან მივიდა და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყფა მიაყენა. ამ შემთხვევიდან კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ კი კაცი ყოფილი ცოლის ოჯახში მივიდა და 5 ადამიანს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის ვერსია, რომ ეს იყო შურისძიების მოტივით ჩადენილი წინასწარგანზრახული დანაშაული და კაცი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.