ეკონომიკაshe

226 წლის მანძილზე პირველად, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს

ნიუ-იორკის ბრუნვის მიხედვით მსოფლიოში უმსხვილესი საფონდო ბირჟის ხელმძღვანელის პოსტს, მისი არსებობის 226-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად, ქალი – სტეისი კანინგამი (Stacey Cunningham ) – დაიკავებს. ბირჟის პრესსამსახურმა გუშინ განაცხადა, რომ 25 მაისს კანინგამი დასახელებულ პოსტზე ტომას ფერლის (Tom Farley) შეცვლის და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის რიგით 67-ე პრეზიდენტი გახდება.

აბ დრომდე, სტეისი NYSE Group-ის მთავარი მენეჯერის პოსტზე მუშაობდა. NYSE Group კომპანიაა, რომლის შემადგენლობაშიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა შედის.

„სტეისი კანინგემი წარმატებით ხელმძღვანელობდა ბირჟის ოპერაციებს. ნახევარი საუკუნის წინ, მიურიელ ზიბერტი ბირჟის პირველი ქალი წევრი იყო, ახლა კი სტეისი კანინგემი NYSE Group-ის ხელმძღვანელობის ახალ თაობას წარმოადგენს. იგი ბირჟაზე 1994 წელს მოვიდა, სტაჟიორად, და ახლა ჩვენი ბიზნესის განვითარებაზე იზრუნებს“, – აცხადებს ჯეფ სპრეჩერი (Jeff Sprecher), NYSE Group-ის თავმჯდომარე.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა 1792 წელს დაარსდა. 1975 წლიდან, იგი არაკომერციული კორპორაციაა, რომელიც 1366 ინდივიდუალურ წევრს ეკუთვნის. მასზე ლისტინგი 2,4 ათასზე მეტ კომპანიას გააჩნია. ბირჟა NYSE Group-ის შემადგენლობაში შედის, რომელიც, თავის მხრივ, ეკუთვნის 2000 წელს დაარსებულ Intercontinental Exchange-ს – ფინანსურ ინფორმაციაზე მომუშავე კომპანიას.

სტეისი კანინგემი პირველი ქალი არაა, რომელიც მსგავს პოსტს იკავებს. მსოფლიოში სიდიდით მეორე საფონდო ბირჟის NASDAQ-ის ხელმძღვანელი, 2017 წლიდან დღემდე, ადენა ფრიდმანია (Adena Friedman).

წყარო: womenintheworld.com