შესავლის გარეშე გადავიდეთ:
პორნოგრაფია ძალადობის ნორმალიზებას ახდენს
1) პორნოგრაფია ძალადობის ხელშეწყობით კლავს სიყვარულს
რამდენიმე წლის წინ, მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა 50 ყველაზე პოპულარული პორნო ფილმი – ყველაზე ხშირად შეძენილი და გაქირავებული ფილმები. ფილმებში მოცემული 304 სცენიდან 88% შეიცავს ფიზიკურ ძალადობას, ხოლო 49% – სიტყვიერ აგრესიას. საშუალოდ, 10-დან მხოლოდ 1 სცენა არ შეიცავს აგრესიას, ხოლო ტიპური სცენა საშუალოდ 12 ფიზიკურ ან სიტყვიერ თავდასხმას შეიცავდა. ერთმა განსაკუთრებით შემაშფოთებელმა სცენამ 128 აგრესიის მომენტიც კი დაიტია.
პორნოში ნაჩვენები ძალადობის რაოდენობა გასაოცარია, მაგრამ თანაბრად შემაშფოთებელია მსხვერპლის რეაქციაც. კვლევაში, მსხვერპლთა 95% (თითქმის ყველა ქალი) ან ნეიტრალური იყო ძალადობის მიმართ, ან სიამოვნებით პასუხობდა მას.
პორნო ინდუსტრია მთლიანად ვითარდება ძალადობისა და დეგრადაციის წარმოებისა თუ პოპულარიზაციის გარშემო. ძალადობა ამისი ცენტრია და ის წარმოუდგენლად სამწუხარო სტანდარტს ადგენს: რომ ძალადობა მისაღებია, რომ ძალადობა ჩვეულებრივია და რომ ძალადობა გამართლებულია. არადა, ასე არაა.
2) პორნოგრაფია აგლამურებს ძალადობას და მას ყიდის და ასაღებს, როგორც “ფანტაზიას”;
3) პორნოში იღებენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს
პორნოგრაფიაში ბიჭები და გოგონები ისევ და ისევ გამოიყენება დანაშაულის განსახორციელებლად, სექსუალური ტრეფიკინგისა და სექსუალური ძალადობის მიზნით.
4) პოპულარულ პორნო კატეგორიებში შედის ინცესტი და ძალადობა
კვლევამ აჩვენა, რომ გასაოცარი – 178% -ით გაიზარდა რაოდენობა პორნოგრაფიის, რასაც “ოჯახური როლების პორნოგრაფიას” უწოდებენ (ე.ი. stepmom, incest). ეს ასახავს სექსუალურ შეხვედრებს ბავშვებსა/არასრულწლოვნებსა და მათ მომვლელებს შორის. რაც შეიძლება კიდევ უფრო გასაკვირი იყოს, ის არის, რომ ახალგაზრდების 10-დან 1 შენაძენი წარმოადგენს ე. წ. fauxcest ტიტულის მატარებელ პროდუქტს.
პორნოგრაფია ახდენს გაუპატიურების ნორმალიზებას
5) პორნოგრაფია ახდენს გაუპატიურების კომერციალიზაციას
პორნოგრაფია წარმოაჩენს ქალებს rape-ready (ანუ დაახლოებით გაუპატიურებისთვის ხელმისაწვდომი, მზადმყოფი) მომხმარებელთა გონებაში, ასახავს რა ქალის სხეულების დაპყრობასა და გამოყენებას, როგორც მამაკაცურობის იდეალურ გამოსახულებას. [1]
2012 წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ “The Impact of Internet Pornography on Adolescents” (ინტერნეტ პორნოგრაფიის გავლენა მოზარდებზე) გამოავლინა, რომ მოზარდის მიერ ინტერნეტ პორნოგრაფიის მოხმარებას უკავშირდება დამოკიდებულების ცვლილებებიც, მათ შორის მამაკაცის როგორც დომინანტურობის მიღება და ქალის, როგორც სექსუალური სათამაშოსი, მამაკაცის სექსუალური სურვილების ასასრულებლად. ავტორებმა დაადგინეს, რომ ”მოზარდები, რომლებიც ექვემდებარებიან ძალადობრივ სექსუალურ მასალას, ექვსჯერ უფრო ხშირად განიცდიან სექსუალურ აგრესიას, ვიდრე ისინი, ვინც არ ექვემდებარება ასეთ მასალას”.
6) პორნო შემსრულებლები ეწირებიან სცენის სისასტიკეს
7) პორნო აშკარად განასხვავებს დამპყრობელს დაპყრობილისაგან
არაძალადობრივი პორნოგრაფიაც ასევე ახდენს გავლენას მომხმარებელზე. პორნოების აბსოლუტური უმრავლესობა – ძალადობრივი თუ არაძალადობრივი – ასახავს მამაკაცებს, როგორც ძლიერებს ქალებს კი როგორც მორჩილებს. სცენიდან სცენაზე გადასვლით და ამ კადრების ყურებით, დროდადრო ისე ჩანს, რომ ეს სრულიად “ნორმალურია”. ეს ქმნის ერთგვარ ძალაუფლების დინამიკას წყვილთა ურთიერთობებში და ქალთა მიმართ სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის ეტაპობრივ მიღებას უწყობს ხელს. კვლევამ დაადასტურა, რომ ისინი, ვინც პორნოგრაფიას მოიხმარენ (მაშინაც კი, თუ ის არაძალადობრივია), უფრო მეტად მხარს დაუჭერენ განცხადებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ბოროტად გამოყენებასა და სექსუალურ აგრესიას ქალებისა და გოგონების მიმართ.
8) პორნოგრაფიას, პასიური მწეველობის მსგავსად, აქვს უნარი ზიანი მიაყენოს მათ, ვინც სინამდვილეში არ არის დაკავებული მისი მოხმარებით
9) პორნოგრაფიის მოხმარება ხშირად დაკავშირებულია სექსუალურ დანაშაულებთან, მათ შორის ბავშვებთან. [3] [4] [5]
10) პორნოგრაფიაში შესვლა სხვა მტკივნეულ ქმედებებთან ერთად მოიცავს gagging-ს (დაახლოებით გაჩუმების მიზნით რაიმეს ჩაჩრა) და დახრჩობას
საიდუმლო არ არის, რომ ჰარდკორ (hardcore) პორნო ჩვეულებრივ არ გამოირჩევა კეთილსინდისიერებით შემსრულებლების მიმართ (უბრალოდ წაიკითხეთ პორნო პროდიუსერების ეს შემაშფოთებელი ციტატები). ისეთი აღწერილობებით, როგორიცაა “gangbang” (ჯგუფური გაუპატიურება), “painal” (painful anal) და “rough sex” (უხეში სექსი), ადვილია იმის შეგნება, რომ პორნო ინდუსტრიის გარემოში მყოფი ქალები ხშირად იტანჯებიან შეურაცხყოფით, მით უმეტეს, რომ ყველა მათგანი გადაღებული და ატვირთულია მსოფლიოს უფასო პორნო საიტებზე.
პორნოგრაფია ხელს უწყობს ობიექტივაციას
11) პორნო კლავს სიყვარულს ფაქტობრივად ყველაფრის ობიექტივაციით
რაიმეს ობიექტივაცია ნიშნავს მისი შემცირებასა და დაყვანას ობიექტის სტატუსამდე, სრული უმნიშვნელობისა და გულგრილობის სტატუსის მინიჭებას. პორნო ინდუსტრია ურცხვად, ობიექტურად ასახავს რეალური სექსის ყველა უნიკალურ, მომაჯადოებელ, ლამაზ, საშინელ, პირადულ, დაუცველ ასპექტს. პორნოგრაფიის მაყურებლებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ პატივისცემა შეთანხმებადია, რომ ინტიმური ურთიერთობა და ხალხი და რეალობა უმნიშვნელო რამეებია, და რომელთა ექსპლუატირება და გამოყენება სიამოვნებისთვის ჩვეულებრივი რამეა.
12) პორნოგრაფია ახდენს ქალების ობიექტივაციას
13) პორნოგრაფია ახდენს კაცების ობიქტივაციას
პორნოგრაფიის თანახმად, მამაკაცის ღირებულება ემყარება მისი სასქესო ორგანოების ზომასა და გამძლეობას აქცენტი კეთდება წელს ქვემოთ და არა – მასზე, როგორც სრულფასოვან პიროვნებაზე.
14) პორნოგრაფია ახდენს ბავშვების ობიექტივაციას
საზოგადოების პორნიფიკაციამ განაპირობა ის, რომ ბევრმა თინეიჯერების სექსუალიზაცია აღიქვა, როგორც შემთხვევითი, “უვნებელი” გასართობი. მეორეს მხრივ, თინეიჯერების ნორმალიზებამ და ფეტიშიზაციამ გავლენა მოახდინა იმაზე, რომ ახალგაზრდა გოგონები სექსუალური ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის სფეროს კლანჭებში მოხვედრილიყვნენ.
ფაქტია, რომ 2012 წლიდან, პორნო საიტის საყოველთაოდ პოპულარული საძიებო სიტყვა, რომელსაც 2019 წელს 42 მილიარდი ვიზიტი აქვს, არის – TEEN.
15) ზოგადად პორნოგრაფია ახდენს ადამიანების ობიექტივაციას და წარმოაჩენს მათ პროდუქტებად
ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ პორნოგრაფია დეჰუმანიზაციას უკეთებს ქალებსაც და მამაკაცებსაც – სხვადასხვა ფორმითა და სცენარებით.
ამსტერდამის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ქალებს უფრო ხშირად მამაკაცთა სექსუალური სიამოვნების ინსტრუმენტად თვლიდნენ, ამის დასტურია ქალის მხრიდან სხეულის კადრების რაოდენობა, მაგრამ”კაცები უფრო ხშირად დეჰუმანიზირდნენ”, ვინაიდან მათი სახეები იშვიათად იყო ნაჩვენები.
16) პორნოგრაფია ახდენს ურთიერთობების ობიექტივაციას
17) პორნოგრაფია ახდენს სექსის ობიექტივაციას და მის არა ურთიერთკავშირად (connection), არამედ პერფორმანსად წარმოჩენას
პორნოგრაფია არის პროდუქტი, ეს არ არის ბუნებრივი რამ. პროფესიონალ პორნოშემსრულებლებს ხალხის მთელი გუნდი ჰყავთ, რათა ყველა დეტალი იდეალურად გამოიყურებოდეს, რეჟისორიდან და გადაღებიდან დაწყებული, განათებითა და მაკიაჟით დამთავრებული, იქნებ საერთოდ პლასტიკურ ქირურგსაც უმადლოდნენ რამეს. რედაქტირების შედეგად, 45-წუთიანი ტიპური პორნოგრაფიის გადაღება, რომელსაც სამი დღე დასჭირდა, თითქოს ერთბაშად, შესვენების გარეშე მოხდა. გადაიღეთ სწორი წყვილი სწორი კუთხიდან სწორ მომენტებში, შეცვალეთ ყველა შეცდომა, წაშალეთ Photoshop-ით ნებისმიერი არასრულყოფილება, დაამატეთ მიმზიდველი საუნდტრეკი და თქვენ ნამდვილად აღარ გექნებათ რაღაც “ნორმალური” სექსი “ნორმალურ” ადამიანებთან.
18) პორნოგრაფია ახდენს თანხმობის ობიექტივაციას
ხშირად ის საერთოდ უარყოფს კიდეც მას.
პორნოგრაფია უმეტესად ასახავს სცენარებს, სადაც თანხმობის მომენტი უგულებელყოფილია, მეტიც #consent (თანხმობა) Twitter-ზე პორნოგრაფიის მოსაძიებლად გამოიყენება.
19) პორნოგრაფია ახდენს ინტიმურობის ობიექტივაციას
პორნო იღებს იმას, რაც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი მომენტი ან ინტერაქცია ორ ადამიანს შორის და გადაამუშავოს ის ზედმეტად წარმოებულ, ჰაეროვან ფანტაზიად, რომელიც არის დაწერილი, გაზვიადებული და ტოქსიკურია მოსახმარად.
20) პორნოგრაფია ახდენს ორგაზმის ობიექტივაციას
21) პორნოგრაფია ხელს უწყობს სექსუალური ქცევის სარისკო ფორმებს
”კონკურენტული ბაზარი ნიშნავს, რომ პორნოგრაფიის წარმომადგენლები ცდილობენ, გადააჭარბონ ერთმანეთს ყველაზე ექსტრემალური სურათების შექმნაში”, – განმარტავს დოქტორი ჯონ ვუდი (John Wood), თერაპევტი, რომელიც პორნოგრაფიაზე დამოკიდებულ ახალგაზრდებთან მუშაობს. ”ეს კონკურსი საზღვრების გადასალახად ნიშნავს, რომ (straight) ინტერკურსი ანუ სექსი ძალიან მოსაწყენია. სასტიკი ანალური სექსისა და ქალების მიერ ერთდროულად ორი ან მეტი მამაკაცის მიერ დამცირებისა და დეგრადირების სურათები ახალი ნორმებია” [12].
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პორნოგრაფიის გავლენას შეუძლია და პოულობს კიდეც თავის ადგილს მოზარდის სექსუალურ ქცევაში [13]. მაგალითად, ადამიანები, რომლებმაც მოიხმარეს პორნოგრაფია, უფრო ხშირად დაიწყებენ სქესობრივ კავშირს უფრო მეტ პარტნიორთან, და ეწევიან უფრო რისკიან სექსს, რაც მათ უფრო დიდ რისკს უქმნის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებითა და STI (Sexual Transmitted Infections) ით დაინფიცირებაში [14].
22) პორნოგრაფია ახდენს რეალობის ობიექტივაციას
ვიმეორებთ: არაფერია უსაფრთხო. პორნო ინდუსტრიისთვის არაფერი არ არის ძალიან განსაკუთრებული, ინტიმური ან უმანკო, რომ არ გააუფასუროს და გამოიყენოს იგი. არ არსებობს წესები, არც პატივისცემა. თუ რამე შეიძლება იაფად გაიყიდოს და ამას მასობრივად შეუძლია წარმოქმნას მოგება, არაფერზე დაიხევენ უკან.
პორნოგრაფია ყიდის ურთიერთობების დისფუნქციას
23) პორნოგრაფია კლავს სიყვარულს დისფუნქციის შემოშვებით
განმარტებით, დისფუნქცია არის გადახრა, დევიაცია ნორმალურიდან და/ან ჯანმრთელიდან. პორნოგრაფიას შეუძლია, მაყურებელში გამოავლინოს ფიზიკური, სოციალური, გონებრივი და ემოციური დისფუნქცია, ამ დისფუნქციის ნორმად წარმოსახვისას.
24) პორნოგრაფია უბიძგებს შემსრულებლებს ჯანმრთელობის პრობლემებისა და თვით-მედიკაციისკენ (ერექციული დისფუნქციის წამალი, ალკოჰოლი, წამლები და ა.შ.)
Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ ბოლოდროინდელ ინტერვიუში, პოპულარულმა ყოფილმა პორნოშემსრულებელმა Christopher Zieschegg-მა ხმამაღლა განაცხადა გადასაღებ მოედანზე წამლების ბოროტად გამოყენების შესახებ და ისაუბრა თავის გამოცდილებაზე ამ ინდუსტრიაში.
Hardcore პორნოგრაფიულ ვიდეოებში 8 წლიანი მუშაობის შემდეგ, Zieschegg-მა კინოკარიერა დაასრულა ერთ ღამეს, იმ ზიანის გამო რაც პორნომ მიაყენა მის სხეულს. Forbes-თან საუბრისას მან დეტალურად აღწერა მისი დამოკიდებულება ერექციული დისფუნქციის წამლებზე, რომლებსაც იღებდა, რათა მისი სამუშაო შენარჩუნებული ყოფილიყო. ბევრი მამაკაცი შემსრულებლის მსგავსად, Zeischegg-მა ეფექტურობის ამაღლების მიზნით დაიწყო მოხმარება ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებების, წინააღმდეგ შემთხვევაში მის კარიერას საფრთხე დაემუქრებოდა.
25) პორნოგრაფიის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება, გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქცია – მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლის სექსუალური კმაყოფილების და/ან სურვილის არსებობას
ეს არ არის ცხოვრების ჯანსაღი გზა. რეალობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ფანტაზია და ჩვენ ყველას, ვინც თავს ასე გრძნობს, ვურჩევთ, დაიხმაროს პროფესიონალი, ან მინიმუმ ისაუბროს ამ პრობლემაზე.
26) პორნო არეკლამებს დანაშაულს
პორნო დანაშაულის ნორმალიზებას ახდენს (და სარგებლობს) ინცესტის, გაუპატიურების, არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის, სექს ტრეფიკინგის ჩვენებით.
მაგალითად, CNN-ის უახლესი მოხსენებით, მამაკაცმა 100 000 დოლარი გამოიმუშავა იმ ვიდეოების გაყიდვით, რომლებზეც ასახულია, თუ როგორ აუპატიურებს უგონო, წამლებით გათიშულ ქალებს. ამის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოება მაინც ვერ ხედავს კავშირს სექსუალურ ძალადობასა და პორნოს მოხმარებასა და მის გადაღებას შორის.
27) პორნო ინცესტის წამახალისებელია
ინცესტის ხსენება ყველა ადამიანს მოჰგვრის ძრწოლას ნებისმიერ სიტუაციაში, მაგრამ რატომღაც მას დღიურად მილიონი ადამიანი უყურებს ინტერნეტში. P*rnhub-ის 2015 და 2016 წლების წლიურ მოხსენებებში ყველაზე ხშირად მოძებნილი სიტყვაა „stepmom“. ტოპ ათეულში ასევე შედიოდნენ სიტყვები „ stepsister“ და „mom“. ამით უკვე გასაგები ხდება, რომ ეს საშინელი ფანტაზიები ოფიციალურად მეინსტრიმ მედიაშია. პორნო იმ თაობას ზრდის, რომელიც ოჯახის წევრთან სექსს მიმზიდველად მიიჩნევს. ნუთუ არაა ეს სიგიჟე?
28) პორნო გაუპატიურების ნორმალიზებას ახდენს
წარწერა ფოტოზე: რატომ ხდება, რომ ჩვენი კულტურა გაუპატიურებასა და ძალადობას გმობს, მაგრამ იმ პორნოს მოიხმარს, რომელზეც ისინი და კიდევ უარესია ასახული?
29) პორნო კვებავს არასრულწლოვანთა სექსუალურ ექსპლუატაციას
ბავშვთა პორნოგრაფია იმაზე მეტად გავრცელებულია, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდით. ისინი, ვისაც ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობისთვის აკავებენ, აისბერგის მხოლოდ ზედა ნაწილს შეადგენს. არასრულწლოვანთა ექსპლუატაცია კომერციული მიზნებით არის ბიზნესი, რომელიც წლების განმავლობაში ფართოდ ვრცელდება ინტერნეტში, მასალა კი ყოველ წელს უფრო და უფრო საზარელი ხდება. ეს ყველაფერი მხოლოდ „დარქ ვებზე“ არ ხდება, არასრულწლოვნებზე ძალადობის ამსახველი მასალა ისეთ გავრცელებულ საიტებზეც გვხვდება, როგორიც P*rnhub-ია. შესაძლოა, მონაწილეები 18 წელის ასაკზე მეტისანი იყვნენ (თუმცა, ეს დაზუსტებით ვერ გვეცოდინება), მწარმოებლები დიდ ყურადღებას ნამდვილად არ აქცევენ ასაკის დაზუსტებას (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ ყველაზე პოპულარულმა პორნოსაიტმა წაშალა ყველა ის ვიდეო, რომელიც არაოფიციალური გვერდიდან იყო ატვირთული, ამაში კი ბევრი გაუპატიურებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იყო, რომლის გასაჯაროებაც მსხვერპლებს ნამდვილად არ ესახებოდათ დიდ ოცნებებად.
30) პორნო კვებავს სექს ტრეფიკინგს
ცოდნა ძალაა, და ამგვარი ფაქტების ცოდნა წინგადაგმული ნაბიჯია პორნოს მოხმარების შემცირებისა და სექს ტრეფიკინგის შეწყვეტისკენ. ამ სტატიაში შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ, თუ როგორაა დაკავშირებული პორნო ტრეფიკინგთან.
31) პორნო გარეგნობასთან დაკავირებულ კომპლექსებს იწვევს
კვლევები აჩვენებს, რომ პორნო გარეგნობასთან დაკავშირებულ კომპლექსებს უჩენს ქალებსაც და კაცებსაც. პორნოს მომხმარებლები საკუთარ სხეულს ადარებენ ეკრანზე ნანახ დაფოტოშოპებულ, ჰიპერსექსუალიზებულ შემსრულებლებს და შედეგად, ორ კომპლექსს აწყდებიან: 1. არ მოსწონთ საკუთარი გარეგნობა; 2. თვლიან, რომ პარტნიორსაც არ მოეწონებიან. ამასთანავე, პორნოს შეუძლია, შეცვალოს ის, თუ როგორ აღიქვამთ საკუთარ პარტნიორს, რადგან იგი (პორნო) რეალური ადამიანების რეალური სხეულების აღქმაზე ცუდად მოქმედებს.
32) პორნო სექსის მექანიკას აზიანებს
ერთ-ერთი მომხმარებლის ისტორია:
“ერთ დროს არ მესმოდა, რა იყო სექსი და ყველა ჩემი ფანტაზია სიცრუეზე იყო აგებული. გოგონებთან ლაპარაკი მიჭირდა, რადგან მათ ობიექტებად აღვიქვამდი. შემდეგ კი ჩემს პირველ შეყვარებულს შევხვდი. ამ და შემდგომ ურთიერთობებში, ჩემი ძირითადი ფოკუსი სექსის ქონა იყო. თუმცა, წლების განმავლობაში პორნოში ნანახის გამო არ ვიცოდი, ნამდვილი სექსი როგორ მქონოდა. გოგო, რომელიც შემიყვარდა, ჩემი ქცევების გამო დამშორდა. პორნო ცრუ იდეას გვაწვდის, თუ როგორი უნდა იყოს მამაკაცი თავის შეყვარებულთან”.
33) პორნო აზიანებს წარმოდგენას სიამოვნებაზე
ბევრმა მნიშვნელოვანმა კვლევამ ასახა, თუ როგორ ამცირებს პორნოს მოხმარება სიამოვნების განცდას ქალსა და მამაკაცში. ვრცლად შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ:
34) პორნო თანხმობის კონცეფციის გაგებას ართულებს
წარწერა ფოტოზე: პორნო ყიდის იდეას, რომ ნათქვამი ან მინიშნებული „არა“ აუცილებლად ბოლოს გადაიქცევა „კი“-დ. რეალურად კი „არა“ ნიშნავს „არას“. ყოველთვის.
პორნო ხელს უწყობს უთანასწორობასა და დეგრადაციას
35) პორნო სიყვარულს კლავს დეგრადაციის აღნიშვნით
რობერტ ჯესენმა, ტეხასის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, დაწერა წიგნი „Getting Off: Pornography and the End of Masculinity”. მან ინტერვიუ ჩამოართვა პოლ ჰესკის, პორნოპროდუქციის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, რომელმაც თქვა:
„ძირითადად ეს ის კაცები არიან (მომხმარებლები), რომლებიც არასასურველ ქორწინებაში იმყოფებიან, უყურებენ საკუთარ ცოლს, რომელიც წუწუნებს. კაცი უყურებს და ფიქრობს: „მინდა ტრ**ში მო***ნა.“ იგი გაბრაზებულია ცოლზე, არა? თუმცა ამის გაკეთება არ შეუძლია და ურჩევნია, ვიღაც გოგოს უყუროს, რომელსაც ასე ექცევიან. ეს იზიდავს მას და ფანტაზიორობს, თუ როგორ გაუკეთებდა იგივეს ნებისმიერ გოგოს, რომელიც მას უხეშად მოექცეოდა. როცა მაგალითად, ანალს უყურებენ, არავის უნდა ისეთი ანალის ნახვა, რომელიც გოგოს სიამოვნებს“.
ამ ტიპის აზროვნების ადამიანები ქმნიან ამ მეინსტრიმ პორნოს, რომელსაც შემდეგ სხვები უყურებენ.
36) უთანასწორობა აუცილებელი წესია და არა – გამონაკლისი
პორნოგრაფია ქალებს ხშირად წარმოაჩენს მორჩილებსა და დაქვემდებარებულებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე საზიანო და თვალსაჩინო კომპონენტია.
სოციუმში სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად, აუცილებელია დავინახოთ, თუ როგორ ახალისებს პორნო უთანასწორობას და კვებავს მავნე აზრებს, როგორიცაა ქალის სექსუალურ ობიექტად მოაზრება.
საზოგადოებაში მიუღებელი საქციელი, მათ შორის რასიზმი, პორნო ინდუსტრიაში არამხოლოდ მიღებული, არამედ – კომერციალიზებულიცაა.
„ფერადკანიან ადამიანებს ამ ინდუსტრიაში ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც მათ რასას არ უკავშირდება, საკმაოდ ცოტა აქვთ“ – აღნიშნა ერთმა ფერადკანიანმა შემსრულებელმა, როცა თავის გამოცდილებაზე საუბრობდა Mic-თან.
ეს კონტენტი ადვილად ხელმისაწვდომია. მეინსტრიმ მედია საიტებზე მარტივად წავაწყდებით რასისტულ, შეურაცხმყოფელ სათაურებს, რომლებიც ხელს უწყობს ეთნიკური და რასისტული სტერეოტიპების გაღრმავებას. მოხსენებაში, სათაურად „რასიზმი პორნოგრაფიაში“, Alice Mayall-სა და Diana E. H. Russell-ს მოყვანილი აქვთ მაგალითები რასისტული სათაურების, როგორებიცაა: „Animal Sex Among Black Women” (ცხოველური სექსი შავ ქალებს შორის), „Geisha’s Girls” (გეიშას გოგოები), ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი, უხეში და რატომღაც მსოფლიოში სა-meme-ედ აგდებული “Gang Banged by Blacks” და სხვა.
38) პორნო ინდუსტრია მონაწილეებს დიდებას, სიმდიდრესა და გლამურს სთავაზობს, შემდეგ კი ამცირებას მათ
ეს პორნო ინდუსტრიის რეალობაა.
„დაფიქრდი, რად გიჯდება ეს. დგები, ხუთი კაცის სპერმით ხარ დაფარული, ყველა ხვრელი გტკივა და დაწითლებული გაქვს, მეორე დღეს კი ისევ იგივე უნდა აკეთო და თავი მოაჩვენო, რომ მოგწონს. იცი, რომ კაცები ამაზე იღგზნებიან. ეს აუტანელი ემოციური გამოცდილებაა.“
“ეს ყველაზე დამამცირებელი, შემარცხვენელი და საშინელი რამ იყო. ინტერაქციული ვიდეო (DVD) უნდა ჩამეწერა, რომლის გადაღებაც საათები გრძელდებოდა აუტანელ სიცხეში. ვტიროდი და წასვლა მინდოდა, მაგრამ ჩემი აგენტი არ მიშვებდა. მეუბნებოდა, არ მოგცემ უფლებას, „დატყდეო“. ასევე სცენის გადაღება მომიწია მამაკაც შემსრულებელთან ერთად, რომელთანაც ურთიერთობა არ მინდოდა. მინდოდა, მათთვის მესიამოვნებინა, ამიტომ დავთანხმდი. მან თავზე ფეხი დამაბჯინა, შემეშინდა და ყვირილი დავიწყე. მათ შეწყვიტეს გადაღება და სახლში გამიშვეს, სცენაც შეამცირეს, რადგან ბოლომდე გადაღება ვერ მოასწრეს.“ – ჯესი, ყოფილი პორნო მსახიობი.
39) პორნოინდუსტრია პატივს არ სცემს მის მომხმარებლებს
მომხმარებლები მხოლოდ მაშინ ადარდებთ, თუ ისინი ფულს გადაიხდიან და ვიდეოს ნახავენ. უფრო ეთიკური ინდუსტრიები ითვალისწინებენ, თუ რა ეფექტი აქვთ მათ პროდუქტს მომხმარებლებზე, მაგრამ პორნორაფია – არა. პორნოინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანია ფულის გამომუშავება. იგი სრულიად აიგნორებს იმ ზიანს, რომელსაც საზოგადოებასა და მომხმარებლებს აყენებს. მას მხოლოდ ის აინტერესებს, – რამდენ ხანს უყურებენ ვიდეოს მომხმარებლები და რა მოსწონთ მათ.
40) პორნოს ჩვევად აქვს სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურების მსხვერპლების დაკნინება
მარტივია, მაგრამ შემზარავი: პორნო ბაძავს დანაშაულს სარგებლის მოტანის მიზნით.
მაგალითად: „თინეიჯერ ტანმოვარჯიშეს ტ****ვს მწვრთნელი“ – 2.7 მილიონი ნახვა. „სექსუალურ თინეიჯერ ტანმოვარჯიშეს ტ****ვს მწვრთნელი“ – 152 ათასი ნახვა. „თინეიჯერ ტანმოვარჯიშეს უხეშად ავარჯიშებენ“ – 604 ათასი ნახვა. ეს სათაურები მოძიებულია მომხმარებლების მიერ ერთ-ერთ ყველაზე დიდ პორნოსაიტზე.
რეალობა ბაძავს პორნოს, მაგრამ საშინელი შემთხვევებით. იყო ასეთი ამერიკელი მწვრთნელი, ლარი ნასარი, რომელსაც 40-დან 175-წლამდე მიუსაჯეს 140 ტანმოვარჯიშის სექსუალური შევიწროების გამო. დიახ, სწორედ მსგავსი თემატიკის ვიდეობია ადვილად ხელმისაწვდომი.
41) პორნოინდუსტრია უმიზნებს ახალგაზრდებს სხვა ინდუსტრიების საქმეში ჩართვით ( სათამაშოები, თამაშები, აპლიკაციები და სხვ.)
სპინერების (არ მოგესმათ) პორნო 2017 წელს ყველაზე მოძებნად სათაურებს შორის იყო პორნო საიტზე. წარმოგიდგენიათ, რამდენი ბავშვი წააწყდებოდა მას შემთხვევით, როცა ონლაინ ცდილობდნენ სპინერის შეძენას?
აგვისტოში, პატარა ბავშვის მამა შოკირებული იყო, როცა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი აპი (Musical.ly) მის შვიდი წლის შვილს შიშველი ფოტოების გაგზავნას სთხოვდა.
42) პორნოში ნაჩვენები ტიპური ურთიერთობები ძალის გარშემო ბრუნავს
პარტნიორები იყოფიან დომინანტად და დამორჩილებულად. ეს აქეზებს არაჯანსაღ აღქმას ნამდვილ ურთიერთობებში და ყველასთვის დამამცირებელია. საშინელებაა იმის გააზრება, რომ ასეთი ხედვა უყალიბდება ახალ თაობას პორნოს გავლენით.
43) პორნო ხშირად ასახავს მინიმუმ ერთ შემსრულებელს მაინც მხოლოდ ობიექტად
პორნო პროდუსერები გამიზნულად არ აჩვენებენ მონაწილეების სახეებს, რათა მათი დეჰუმანიზაცია და ინტიმურობისგან დაცლა მოახდინონ. ქალსა და კაცს მხოლოდ სხეულის ნაწილებად არ უნდა აღვიქვამდეთ. ობიექტივაცია (განივთება) ორივე სქესზე ახდენს ზეწოლას და არარეალური სტანდარტებისკენ გვიბიძგებს. ამან ხშირად შეიძლება გამოიწვიოს შფოთი, დეპრესია, ნარკოტიკების მოხმარება არა მხოლოდ მონაწილეებში, არამედ – მომხმარებლებშიც.
44) ბულინგსა და სხეულზე დაცინვას ხშირად ვხვდებით პორნო მსახიობებს შორის ონლაინში
2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის იანვრამდე უფრო მეტმა პორნო მსახიობმა მოიკლა თავი, ვიდრე ახლო წარსულში. 5 პორნო მსახიობი გარდაიცვალა რამდენიმე თვეში, მათ შორის კი ერთმა სუიციდით დაასრულა სიცოცხლე ონლაინ ბულინგისა და ძალადობის გამო.
45) პორნო სიყვარულს კლავს სექსუალური ექსპლუატაციის კომერციალიზებით
46) პორნო კვებავს ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციას
ბავშვები ზოგჯერ ჩართულები არიან პორნოში მათი ოჯახური ან სოციალური წრის წევრების მიერ: მშობლები, მასწავლებლები, მწვრთნელები, ძიძები და სხვა. ნამდვილი მაგალითისთვის, წაიკითხეთ ჯესას ისტორია. ინტერნეტის წყალობით სექსუალურ მანიაკებს ადვილად შეუძლიათ ბავშვებსა და თინეიჯერებთან კონტაქტი და სექსუალური მასალის თხოვნა/მიღება ფიზიკური შეხვედრის გარეშე (იმეილი, ჩათი და სხვ.). პორნოში შეიძლება დააწყვილონ კიდეც სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი ბავშვები თავის სექსუალურ მანიაკთან.
47) პორნო სექს ტრეფიკინგს კვებავს
ანტი ტრეფიკინგის თანახმად, 9 ქვეყანაში ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების 49% ამბობს, რომ პორნოს იღებდნენ მათი მონაწილეობით, როცა პროსტიტუციაში იყვნენ ჩართულები. სხვა მტკიცებულებებიც არსებობს, რომლის მიხედვითაც, პორნო და ტრეფიკინგი გადაჯაჭვულია ერთმანეთზე.
48) პორნო კვებავს სექსუალური ხასიათის შანტაჟსა და ონლაინ დანაშაულს
49) პორნო კვებავს “შურისძიების” პორნოს
ნახეთ ვიდეო, რომელშიც 16 წლის გოგონა ყვება, თუ როგორ აიძულეს სექს ვიდეოს გადაღება, შემდეგ გაასაჯაროვეს ეს ვიდეო და რა გავლენა მოახდინა ამან მის ცხოვრებაზე (ვიდეოში ნაჩვენები ქალი მსახიობია).
50) პორნო სიყვარულს კლავს სიყვარულის მოკვლით
პორნო სიყვარულს კლავს ხელოვნური და გაზვიადებული სექსუალური გამოცდილებების ჩვენებით და ჯანსაღი სიყვარულისა და ინტიმურობის უარყოფით.
პორნო ამცირებს ყველაფერ ამაღელვებელს, ღიასა და განსაკუთრებულს, რაც სექსსა და ურთიერთობებს უკავშირდება, ძალადობისა და ჩაგვრის ჩვენებითა და მათი ინტიმურად ანდაც სექსუალურად წარმოჩენით. პორნო აგრძელებს სექსუალური ექსპლუატაციის გამოკვებას და ადამიანების ღირსებასა და სიცოცხლეს სწირავს ვიდეოს ნახვების გამო. პორნო სიყვარულს კლავს სიყვარულისა და კავშირის ბუნებრივი ინსტინქტის უარყოფითა და მისი გაზვიადებული სექსით ჩანაცვლებით.
სტატიის ორიგინალი – fightthenewdrug.org
ქართული თარგმანის წყარო: 4noembriseuli.wordpress.com