ბავშვის გაჩენის შემდეგ მივხვდი, რომ საზოგადოების თვალში, დედებს არ შეუძლიათ:
– დაჩივლება (ვინ გთხოვა, ბავშვები გყოლოდა? ))
– ტირილი (რატომ ტირი? გეგონა, ადვილი იქნებოდა? ))
– დაღლილობის გამომჟღავნება (არაფერს არ აკეთებ! ))
– დაძინება (ზარმაცი ხარ! ))
– დასვენება (ბევრი დრო გექნება ამისთვის, მას შემდეგ, რაც გაიზრდებიან ))
– ისევ ფეხმძიმობა (გიჟი ხარ? კიდევ რამდენი ბავშვი გინდათ? ))
– სამსახურის შეწყვეტა (რითი მიხედავ შვილს? ))
– მუშაობა (ვინ მოუვლის ბავშვს? ))
– საბავშვო ბაღში მიყვანა (სხვებს არ მისცე აღზრდის უფლება! ))
– დიასახლისობა (საწყალი ქმარი, რამდენს შრომობს და ცოლი სახლშია! ))
– მარტო ყოფნა (არავის უნდა ბავშვიანი ქალი ))
– გასართობად წასვლა (შვილს ბებოსთან ტოვებ და გასართობად მიდიხარ? ))
და იცით რა არის უარესი???
ამ ფრაზების 90-ს სხვა ქალები ამბობენ.
ვისწავლოთ ერთმანეთის მხარდაჭერა. მე ვარ ადამიანი და მიყვარს ჩემი შვილები, მაგრამ ყველა ამ ემოციის გამო, რაღაც მომენტში დამნაშავედ ვგრძნობ თავს…