თანასწორობის პოლიტიკა

დისკრიმინაციის არსი

დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლის მიზანია, ინდივიდებს საშუალება მისცეს, თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობებზე. ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ არჩევანს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ვისთან გვქონდეს ურთიერთობა, სად შევიძინოთ ნივთები და სად ვიმუშაოთ; ვაკეთებთ არჩევანს ზოგიერთი ნივთისა თუ ადამიანის სასარგებლოდ. ჩვენი სუბიექტური არჩევანის გამოხატვა ნორმალური და მიღებულია, მაგრამ ზოგჯერ ისეთი ფუნქციების შესრულება გვიწევს, ხელისუფლების წარმომადგენლად რმ გვაქცევს, ან იმ გადაწყვეტილებათა მიღების უფლებას გვაძევს, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს სხვების ცხოვრებაზე. ჩვენ შეიძლება ვიყოთ საჯარო მოხელეები, მაღაზიის მფლობელები, დამქირავებლები, მეიჯარეები ან ექიმები და ვწყვეტდეთ საზოგადოებრივი ძალაუფლების გამოყენების ან კერძო საქონლისა და სერვისების მიწოდების საკითხებს. ამ კონტექსტში, ანტიდისკრიმინაციული სამართალი ჩვენს არჩევანში ორგვარად ერევა:

პირველი. იგი ადგენს, რომ ასეთ სიტუაციაში მყოფ სხვა პირებს ამგვარადვე მოეპყრონ და ნაკლებად უპირატეს მდგომარეობაში არ ჩააყენონ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რომელიმე „დაცულ“ წრეს მიეკუთვნებიან. ამას „პირდაპირი“ დისკრიმინაცია ეწოდება. პირდაპირი დისკრიმინაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში, საერთო მიზნით გამართლებული დაცვის ობიექტია. თუმცა, პირდაპირ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის სამართალი საკმაოდ ბუნდოვანია.

მეორე. დისკრიმინაციის აკრძალვის სამართალი ადგენს, რომ პირებს, რომლებიც სხვაგვარ სიტუაციაში იმყოფებიან, სხვაგვარად უნდა მოეპყრონ იმ ფარგლებში, რომ მათ შეძლონ – სხვათა თანასწორად – გარკვეული შესაძლებლობებით სარგებლობა. ამგვარად, ერთი და იგივე „დაცული საფუძვლები“ გასათვალისწინებელია გარკვეული პრაქტიკის განხორციელებისას ან გარკვეული წესების შექმნისას. ეს არის „არაპირდაპირი“ დისკრიმინაცია.

არაპირდაპირი დისკრიმინაციის ყველა ფორმა ობიექტურად გამართლებულ დაცვას ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეფუძნება თუ ევროკავშირის სამართალს.

ანტიდისკრიმინაციული სამართალი კრძალავს შემთხვევებს, როდესაც ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფს იდენტურ სიტუაციებში სხვადასხვაგვარად ეპყრობიან და როცა ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფს განსხვავებულ სიტუაციებში იდენტურად ეპყრობიან.

პირდაპირი დისკრიმინაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ევროკავშირის სამართალში ერთნაირადაა განმარტებული. რასობრივი თანასწორობის შესახებ ევროკავშირის დირექტივის 2(2) მუხლის მიხედვით, პირდაპირი დისკრიმინაციაა, როდესაც „ერთ პირს სხვასთან შედარებით არასახარბიელოდ ექცევიან; იგი ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდება რასობრივი ან ეთნიკური კუთვნილების საფუძვლით“.

პირდაპირი დისკრიმინაციის ამომავალი წერტილია განსხვავება პირთა მიმართ მოპყრობებს შორის. შესაბამისად, დისკრიმინაციის პირველი მახასიათებელია არასახარბიელო მოპყრობა. ამის გამოვლენა შედარებით ადვილია, ვიდრე არაპირდაპირი დისკრიმინაციისა, როცა უმეტესად სტატისტიკური მონაცემების საჭიროება დგას. მაგალითად, პირისთვის რესტორანში ან მაღაზიაში შესვლის უფლების არმიცემა, სხვებზე ნაკლები ოდენობის პენსიის ან ანაზღაურების მიღება, სიტყვიერი შეურაცხყოფის ან ძალადობის მსხვერპლად ყოფნა, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გასვლის უფლების არმიცემა, სხვებზე მაღალი ან დაბალი საპენსიო ასაკის დადგენა, გარკვეულ პროფესიათა დაუფლების აკრძალვა, მემკვიდრეობის მიღების უფლების არქონა, მთავარი საგანმანათლებლო სისტემიდან ამორიცხვა, პირის დეპორტირება, რელიგიური სიმბოლიკის ტარების აკრძალვა, სოციალურ პენსიაზე უარის თქმა ან მისი ჩამორთმევა.

არასახარბიელო მოპყრობა გადამწყვეტია დიკრიმინაციის დასადგენას, როცა მოპყრობა არასახარბიელოა ანალოგიურ სიტუაციაში სხვა პირის მიმართ მოპყრობასან შედარებით. საჩივარი „დაბალ“ ანაზღაურებაზე არ ითვლება დისკრიმინაციის განაცხადად, თუ ნაჩვენები არ იქნება, რომ ანაზღაურება უფრო ნაკლებია, ვიდრე ანალოგიური ფუნქციების მქონე სხვა თანამშრომლისთვის დამქირავებლის მიერ გაცემული ხელფასი. შესაბამისად, საჭიროა კომპარატორი: ეს არის ადამიანი ანალოგიური მატერიალური მდგომარეობით. ამ ორ პირს შორის განსხვავება კი „დაცული საფუძველია“.