იურიდიული დახმარება / ფანჯარა

“Qadınlar əmlak hüququ üçün”

Teona Qoqliçadze ixtisasca hüquqşünasdır. O, hazırda, ixtisası üzrə “Safari’ təşkilatının Kutaisidəki ofisində işləyir.
📌Qadınlar vərəsəlik hüquqlarından nə dərəcədə istifadə edirlər?
Qanuna zidd bir yanaşma olsa da, bizim reallıqda vərəsəlik məsələlərində belə bir ənənə var ki, mülk bütövlükdə oğula qalır, qıza “cehiz” verilməsi kifayətdir deyə hesab olunur. Əmlak hüququ Gürcüstanın Mülki Məcəlləsi ilə tənzimlənir və cinsə görə əmlak əldə etmək məsələləri bir-birindən ayrılmır. Gürcüstan mülki qanunvericiliyinə görə, valideynlərin əmlakı həm qıza, həm də oğula bərabər aid olsa da, qadınların əksəriyyəti vərəsəlik hüququndan istifadə edə bilmir. Qardaşla miras mübahisələri cəmiyyət üçün qəbuledilməzdir və bu ənənə o qədər güclüdür ki, qadın əsasən mirassız və buna görə də mülksüz qalır.
📌Gürcüstan qanunvericiliyi vərəsəlik və ya ailə mübahisələri zamanı əmlakın yenidən bölünməsi məsələsini necə tənzimləyir?
Qanunvericilik həm qanunla, həm də vəsiyyət üzrə vərəsəlik hüququ ilə əmlak hüququnu təmin edir. Qanuna əsasən varislər arasında birinci dərəcəli varislərin, vəfat etmiş şəxsin – övladı, həyat yoldaşı, valideyn kimi qəbul edilməsi qaydasını qanunverici müəyyən edir. Ailə mübahisələri zamanı məhkəmənin qeyd olunan qanunvericilik normalarından istifadə etməsi təbiidir.
📌Bu gün Gürcüstandakı reallıq qadınların əmlak qeydiyyatı baxımından kifayət qədər əlverişsizdir. Sizcə, mövcud gender balanssızlığını nə müəyyənləşdirir?
Mövcud gender balanssızlığı ilk növbədə formalaşmış ənənədən qaynaqlanır. Yalnız oğlan uşağı əmlakın varisi hesab edilir və qeydiyyat kişi üzərində də aparılır. Bu pis təcrübə ər-arvadın əldə etdiyi əmlaka da aiddir – çox vaxt ortaq əmlak kimi qeydiyyata alınmalı olan şeylər yalnız kişi həyat yoldaşlarına məxsus olur. Amma bu məsələ, eləcə də vərəsəlik bəzi çatışmazlıqlara baxmayaraq, qanunla tənzimlənir. Nikah zamanı əldə edilmiş əmlak şərikli mülk sayılır və boşanma zamanı ər-arvad arasında bölünməlidir. Reallıqda isə təəssüf ki, bu nəticəni əldə etmək böyük səy və maliyyə tələb edir.
📌Təcrübənizdə, daşınmaz əmlakı olmayan qadınlar daha çox hansı maneələrlə üzləşirlər? Nəyə diqqət edərdiniz?
Daşınmaz əmlakı olmayan qadınlar iqtisadi, psixoloji və fiziki zorakılığa daha həssasdırlar. Amma adət-ənənələrə bağlılıq hələ də güclüdür – getməyə yerləri olmasa belə, qardaş mülkündən pay tələb etmək qərarına gəlmək hələ də çətindir.
🖇“People in Need” beynəlxalq təşkilatının və Aİ-Çexiya İnkişaf Agentliyinin “Vətəndaş Cəmiyyəti Aktorları Cənubi Qafqazda və Moldovada Dəyişikliklərin Təşəbbüskarları kimi” layihəsinin dəstəyi ilə “Freya” təşkilatı “Qadınlar əmlak hüququ üçün” adlı kampaniya çərçivəsində silsilə məqalələr hazırlamışdır. Məqalənin məzmununa görə, yalnız “Freya” məsuliyyət daşıyır və məzmun donorun fikirlərini əks etdirməyə bilər.


“ქალები საკუთრების უფლებისთვის“

თეონა გოგლიჩაძე პროფესიით იურისტია. ამჟამად პროფესიით მუშაობს კავშირის – „საფარი“ ქუთაისის ოფისში.
📌რამდენად იყენებენ ქალები თავიანთ უფლებებს მემკვიდრეობის მისაღებად?
ჩვენს რეალობაში მემკვიდრეობის საკითხებში დამკვიდრებულია ტრადიცია, რომ ქონება სრულად უნდა დარჩეს ვაჟს, ხოლო ქალიშვილისთვის საკმარისია „მზითვის“ გადაცემა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომა კანონმდებლობას აცდენილია. ქონებრივ უფლებებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს და სქესის ნიშნით ქონების მიღების საკითხები გამიჯნული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით, მშობლების ქონება თანაბრად ეკუთვნის როგორც ქალიშვილს, ასევე ვაჟს, უმეტესად ქალები ვერ იყენებენ თავიანთ უფლებას მემკვიდრეობაზე. ძმასთან მემკვიდრეობაზე დავა საზოგადოებისთვის მიუღებელია და ეს ტრადიცია იმდენად მყარია, რომ ქალი უმეტესად მემკვიდრეობის და შესაბამისად, ქონების გარეშე რჩება.
📌როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა მემკვიდრეობის მიღებისას ან ოჯახური დავების არსებობის შემთხვევაში ქონების გადანაწილების საკითხს?
კანონმდებლობა ითვალისწინებს მემკვიდრეობის სახით ქონების მიღების უფლებას როგორც კანონით, ასევე ანდერძის გზით მემკვიდრეობის უფლებას. კანონისმიერ მემკვიდრეებს შორის კანონმდებელი განსაზღვრავს რიგითობას, სადაც პირველი რიგის მემკვიდრეებად მიიჩნევიან გარდაცვლილის – შვილი, მეუღლე, მშობელი. ოჯახური დავების არსებობის შემთხვევაში ბუნებრივია, სასამართლო აღნიშნული საკანონმდებლო ნორმებით სარგებლობს.
📌დღესდღეობით საქართველოში არსებული რეალობა საკმაოდ არასახარბიელოა ქალების მიერ საკუთრების რეგისტრაციის მხრივ. როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს არსებულ გენდერულ დისბალანსს?
არსებული გენდერული დისბალანსი პირველ რიგში გამოწვეულია დამკვიდრებული ტრადიციით. როდესაც ქონების მემკვიდრედ მხოლოდ ბიჭი მიიჩნევა და რეგისტრაციაც მამაკაცზე ხორციელდება. ეს მანკიერი ჩვევა მეუღლეების მიერ შეძენილ ქონებაზეც ვრცელდება – ხშირად ის, რაც თანასაკუთრებად უნდა დარეგისტრირდეს, რეგისტრირდება მხოლოდ მამაკაც მეუღლეებზე. არადა ეს საკითხი, ისევე როგორც მემკვიდრეობა, კანონმდებლობით რეგულირდება, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად. ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება თანასაკუთრებად ითვლება და განქორწინების შემთხვევაში უნდა განაწილდეს მეუღლეებს შორის. რეალურად, სამწუხაროდ, ამ შედეგის მიღწევა ძალიან დიდ ძალისხმევას და ფინანსებს უკავშირდება.
📌თქვენს პრაქტიკაში რა სახის ბარიერებს აწყდებიან ყველაზე ხშირად ქალები, რომლებიც არ ფლობენ უძრავ ქონებას? რაზე გაამახვილებდით ყურადღებას?
ქალები, რომლებიც არ ფლობენ უძრავ ქონებას, უფრო მოწყვლადი არიან ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მიმართ. მაგრამ ტრადიციებისადმი მიმართ მოწიწება მაინც ძლიერია – იმ შემთხვევაშიც კი, თუ წასასვლელი არსად აქვთ, მაინც უჭირთ გადაწყვეტილების მიღება ძმას ქონებიდან წილი მოსთხოვონ.
🖇„კავშირი ფრეიას” კამპანიის “ქალები საკუთრების უფლებისთვის“ ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფიფლ ინ ნიდ”-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში, მომზადდა სტატიების სერია. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “კავშირი ფრეია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორის შეხედულებებს.