ფანჯარა

Qadınlar əmlak hüququ üçün

✅Esma Qumberidze qadınların mülkiyyət hüquqları üzrə tədqiqatçı və fiziki imkanları məhdud olan insanların, əsasən də qadınların hüquq müdafiəçisidir. 2019-cu ildən etibarən FİM Qadınlar təşkilatının “Yeni İmkanlar” platformasına sədrlik edir.
🖇Gürcüstan qanunları vərəsəlik almaq zamanı əmlakın bölüşdürülməsini necə tənzimləyir, cinsi müəyyən edirmi? Qanun nə deyir və təcbüdə nədən ibarətdir?
Gürcüstan Konstitusiyası mülkiyyəti əsas insan hüquqlarından biri kimi tanıyır. Konstitusiyanın 19-cu maddəsi 11-ci maddə ilə birlikdə qadınların kişilərlə bərabər mülkiyyət hüququnu təsbit edir. Gürcüstanın Mülki Məcəlləsi də mülkiyyət hüquqlarının həyata keçirilməsində, onların əldə edilməsində, idarə edilməsində və ya sərəncamında kişi və qadınlar arasında hüquqi fərqləri tanımır.
Adıçəkilən məcəllənin müqavilə normaları (o cümlədən əmlakın alınmasını tənzimləyən normalar), ailə və vərəsəlik münasibətlərini tənzimləyən normalar gender neytraldır. Beləliklə, demək olar ki, Gürcüstan qanunvericiliyi qadınların kişilərlə bərabər hüquqlardan istifadə etməsini nəzərdə tutur. Qanunda varisin cinsiyyəti göstərilmir. Qanunvericilik gender baxımından neytraldır.
‼Müəyyən edilir ki, ər-arvaddan biri vəfat edərsə, dul qadın ölən həyat yoldaşının əmlakını tam olaraq alacaq. Boşanma zamanı isə yalnız nikah zamanı birgə əldə edilən əmlak bölünəcək. Əgər ər-arvaddan hər hansı biri miras alırsa, o, onun mülkiyyətində qalır.
📝Elə hallar var ki, bacılar nikahdan sonra alacağı əmlakın qadının sahibi olduğuna inandıqları üçün qardaşların xeyrinə mirasdan imtina edirlər. Amma reallıqda belə deyil, bir çox hallarda nə ərin malı qadına yazılır. Üstəlik, qadınlar qeydiyyatsız nikahda olduqda, onların adına rəsmiləşdirilməmişsə, öz pulları ilə alınmış əmlakı belə almaq hüququna malik deyillər. Belə bir hadisə olub ki, xaricdə işləyən qadın ərinin adına qeydiyyatda olan yığılan pulla Gürcüstanda mənzil alıb. Onların nikahı qeydə alınmadığından, kişi öldükdən sonra mülk onun bacılarına qalıb.
📌Baxmayaraq ki, Gürcüstan qanunlarına görə, mülkiyyət hüquqları cinsiyyətlə müəyyən edilmir, təcrübədə biz tez-tez miras üçün cinsiyyətə görə verilən üstünlüklə qarşılaşırıq, kişilərin üstünlükdən istifadə etdiyini müşahidə edirik.Bunun səbəbi nədir?
[Freyanın rəsmi göstəriciləri: Gürcüstanda dövlət reyestrində qeydə alınmış əmlaka görə, əmlakın qeydiyyatı baxımından qadınlar demək olar ki, bütün regionlarda kişilərdən geri qalır. Bolnisi – 29,0%, Dmanisi – 34,0%, Dedoplistskaro – 34,1%, Marneuli – 35,6%, Tianeti – 35,6%, Duşeti – 36,3%, Qurcaani – 37,4%, Oni – 38,5%, Laqodekhi – 39.8%, 39.8%].
📌Gender hüququ Gürcüstan qanunlarına əsasən mülkiyyət hüquqlarını müəyyən etməsə də, onlar çox vaxt qanun əvəzinə ölkədə müəyyən edilmiş baxışlarla idarə olunur. Belə hallarda kişi mülkiyyət bölgüsündə üstün olur və bərabərlik prinsipi pozulur. Valideynlərin əksəriyyəti daşınmaz əmlakın böyük hissəsini kişi varislərinə təhvil verir.
‼Xüsusilə regionlarda vəziyyət ağırdır. Kənd qadınlarının əksəriyyətinin strateji mülkləri yoxdur. Onlar ata və ya ər evində yaşayırlar, lakin oranın sahibi olaraq hesab edilmirlər. Onlar “ailə gəliri” və “qadın gəliri”, “ailə mülküyyəti” və “qadın mülkiyyəti” kimi kateqoriyalar arasında fərq qoymurlar.
ℹMəlumat balanssızlığı həm də sosial gözləntilərdən və normalardan qaynaqlanır. Qadın evləndikdə ona cehiz verilir, nədənsə onun payı sadəcə cehiz olduğunu düşünürlər. Hansı ki, bu, daşınmaz əmlakla qeyri-mütənasibdir. Təəssüflər olsun ki, bir çox hallarda qızlar hələ də evin qardaşa məxsus olması fikri ilə böyüyürlər.
“People in Need” beynəlxalq təşkilatının və Aİ-Çexiya İnkişaf Agentliyinin “Vətəndaş Cəmiyyəti Aktorları Cənubi Qafqazda və Moldovada Dəyişikliklərin Təşəbbüskarları kimi” layihəsinin dəstəyi ilə “Freya” təşkilatı “Qadınlar əmlak hüququ üçün” adlı kampaniya çərçivəsində silsilə məqalələr hazırlamışdır. Məqalənin məzmununa görə, yalnız “Freya” məsuliyyət daşıyır və məzmun donorun fikirlərini əks etdirməyə bilər.
✅ესმა გუმბერიძე, ქალთა ქონებრივი უფლებების მკვლევარი და შშმ პირთა უფლებადამცველია, ძირითადად შშმ ქალების კუთხით. 2019 წლიდან შშმ ქალთა ორგანიზაციის პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თავმჯდომარეა.
როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა მემკვიდრეობის მიღების დროს ქონების განაწილებას, განსაზღვრავს თუ არა სქესს? რას ადგენს კანონი და რას ვხვდებით პრაქტიკაში?
საქართველოს კონსტიტუცია საკუთრებას ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებად აღიარებს. კონსტიტუციის 19-ე მუხლი მე-11 მუხლთან ერთობლიობაში ამკვიდრებს საკუთრების უფლებას ქალებისთვის მამაკაცების თანასწორად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ასევე არ ცნობს ქალთა და მამაკაცთა შორის სამართლებრივ განსხვავებებს საკუთრების უფლების განხორციელების, მათ მიერ საკუთრების შეძენის, მართვისა თუ განკარგვა–გასხვისების შემთხვევებში. აღნიშნული კოდექსის სახელშეკრულებო (მათ შორის ქონების ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმები), საოჯახო და მემკვიდრეობითი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები გენდერულად ნეიტრალურია. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს ქალებისთვის საკუთრების უფლების მამაკაცებთან თანაბრად განხორციელების საშუალებას. კანონი მემკვიდრის სქესს არ განსაზღვრავს. კანონმდებლობა გენდერულად ნეიტრალურია.
დაზუსტებულია რომ თუ ერთ-ერთი მეუღლე გარდაიცვლება, ქვრივი სრულად მიიღებს გარდაცვლილი მეუღლის ქონებას. ხოლო განქორწინების შემთხვევაში კი მხოლოდ ქორწინების პერიოდში ერთობლივად შეძენილი ქონება გაიყოფა. რომელიმე მეუღლემ თუ მემკვიდრეობით მიიღო ქონება მაშინ ის რჩება მის საკუთრებაში.
📌არის შემთხვევები, როცა დები უარს ამბობენ მემკვიდრეობაზე ძმების სასარგებლოდ, რადგან მიაჩნიათ, რომ ქალს ის ქონება ეკუთვნის რასაც ქორწინების შემდეგ მიიღებს. მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის, ხშირ შემთხვევაში არც ქმრის ქონებაა ქალზე რეგისტრირებული. მეტიც, როცა არარეგისტრირებულ ქორწინებაში არიან ქალები მათ საკუთარი თანხით შეძენილ ქონებაზეც არ აქვთ უფლება, თუ ის მათ სახელზე არ იქნა რეგისტრირებული. იყო შემთხვევა, როცა უცხოეთში მომუშავე ქალმა შეგროვილი თანხით შეიძინა ბინა საქართველოში, რომელიც მეუღლეზე გაფორმდა. ვინაიდან მათი ქორწინება არ იყო რეგისტრირებული, კაცის გარდაცვალების შემდეგ, ქონება დარჩათ მის დებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვრავს, პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით სქესობრივ პრეფერენციას მემკვიდრეობაზე, როცა საკუთრების პრიორიტეტული უფლებით კაცი სარგებლობს. რით არის ეს განპირობებული?
‼[ოფიციალური მონაცემები კავშირი ფრეიასგან: საქართველოში საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონებიდან, ქალები საკუთრების უფლების რეგისტრაციის რაოდენობით თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს. ბოლნისი – 29,0%, დმანისი – 34,0%, დედოფლისწყარო – 34,1%, მარნეული-35,6%, თიანეთი – 35,6%, დუშეთი-36,3%, გურჯაანი – 37,4%, ონი – 38,5%, ლაგოდეხი – 39,8%, საგარეჯო – 39,8%]
ℹმიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვრავს, ხშირად ქვეყანაში კანონის ნაცვლად დამკვიდრებული შეხედულებებით ხელმძღვანელობენ. მსგავს შემთხვევებში ქონებაზე საკუთრების უფლებაზე პრიორიტეტი კაცს აქვს და ირღვევა თანასწორობის პრინციპი. მშობლები უძრავი ქონების დიდ ნაწილს უმრავლეს შემთხვევაში სწორედ მამრობითი სქესის მემკვიდრეებს უტოვებენ.
‼განსაკუთრებით რთულია ვითარება რეგიონებში. სოფლად მცხოვრები ქალების უმრავლესობა არ ფლობს სტრატეგიულ ქონებას. ისინი მამისეულ ან მეუღლის სახლში ცხოვრობენ, მაგრამ მესაკუთრეებად არ განიხილებიან. არ განასხვავებენ ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა „ოჯახის შემოსავალი“ და „ქალის შემოსავალი“,„ოჯახის ქონება“ და „ქალის ქონება“.
მონაცემთა დისბალანსი გამოწვეულია სოციალური მოლოდინებით და ნორმებითაც. როცა ქალი ქორწინდება და ე. წ. მზითვს ატანენ, რატომღაც თვლიან, რომ ეს არის მისი წილი. რაც რა თქმა უნდა, უძრავი ქონების არაპროპორციულია. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, გოგონები დღესაც იმ აღქმით იზრდებიან, რომ სახლი ძმისაა.
„კავშირი ფრეიას” კამპანიის “ქალები საკუთრების უფლებისთვის“ ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფიფლ ინ ნიდ”-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში, მომზადდა სტატიების სერია. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “კავშირი ფრეია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორის შეხედულებებს.