ფანჯარა

Faydasız „qanunlar“

Insan sosial bir varıqdır və buna görədə çox zaman özündən çox, cəmiyyətin və başqalarının fikirlərinə daha çox önəm verə bilər. Bir addım atarkən ətrafındakıları düşünmək çox gözəl xüsusiyyətdir və cavabdehliyin bir nümunəsidir. Ancaq, hər zaman başqalarının sözüylə oturub-durmaq hansı ki, sənin səhv formalaşmağına gətirib çıxarır, lazımlı və faydalı bir xüsusiyyət deyildir.
Konservativ cəmiyyətlərdə hərkəs hərkəsin işinə qarışar ancaq, söhbət həyatına qarışdıqları insanın rifahına gəldikdə əksəriyyət ondan boyun qaçırır.
Yaşadığımız ölkə və cəmiyyət də müəyyən qədər konservativdir və başqalarının həyatlarını bilib-bilmədən yönləndirməyi çox önəm verir.
Konservativ cəmiyyətlərin ən başlıca səhvi yazılmamış və zərərli qanunlar əsasında, özlərinin və başqalarının həyatlarını formalaşdırmalı və yaxud formalaşdırmaq istəməkləridir.
Bir çox cəmiyyətlərdə, uşaqlara, qadınlara və kişilərə çox yararsız və önyarqılı qanunlar qoyulur. Məsəl üçün, uşaq döymək, oğlan uşağının qızdan daha üstün tutulması – “Çünki Sən qızsan” deyilməsi, qadının peşə seçiminə qadağa, kişilərin emosional olmağına qadağa qoyulması “Kişi ağlamaz” və.s kimi, bir çox ön yarqı var hansıkı, şəxsi inkişafa və cəmiyyətin inkşafına mane olur.
Bu faydasız „qanunlar“, cəmiyyət üçün, bir çox fəsadlara gətirib çıxarır. Misal üçün, emosional olaraq basqıya məruz qalan kişi, həmin o duyqusallığını zorakılığa çevirə bilər və nəticədə ailə içi şiddət ortaya çıxır. Tez-tez döyülən və təhqir edilən uşaq daha çox aqressiv və özgüvənsiz şəkildə formalaşa bilər. Qızları “sən qızsan” deyib ikinci plana atmaq, onları inkişafdan geri salır. İnsanları qabiliyyətinə görə deyildə, cinsiyyətinə görə peşə seçiminə yönləndirmək isə, elmin və cəmiyyətin inkşafına mane olur.
Qısacası, daha yaxşı və parlaq bir gələcək üçün, daha çox məsuliyyətli və tolerant olmaq məcburiyyətindəyik.
Müəllif: Ellada Rizayeva
————————————————————
უსარგებლო “კანონები”
ადამიანი სოციალური არსებაა და ამიტომ, მას ხშირად შეუძლია, უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს საზოგადოებისა და სხვების მოსაზრებებს, ვიდრე – საკუთარ თავს. ნაბიჯის გადადგმისას, გარშემომყოფებზე აზრის გათვალისწინება კარგი თვისება და პასუხისმგებლობის მაგალითია, თუმცა, არ არის აუცილებელი და სასარგებლო თვისება მუდმივად სხვისი აზრების მიხედვით მოქცევა, რაც იწვევს შენს არასწორ ფორმირებას.
კონსერვატულ საზოგადოებებში, ყველა ჩარეულია სხვის საქმეში, მაგრამ როცა საქმე ეხება ამ ადამიანების კეთილდღეობას და დახმარებას, ამ შემთხვევაში უმრავლესობა მას ზურგს აქცევს.
ქვეყანა და საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ასევე გარკვეულწილად, კონსერვატულია და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სხვების ცხოვრების გაუცნობიერებლად წარმართვას.
კონსერვატული საზოგადოებების მთავარი შეცდომა არის ის, რომ მათ სურთ, ჩამოაყალიბონ ან შექმნან თავიანთი და სხვების ცხოვრება, დაუწერელი და ხშირად მავნე კანონების საფუძველზე.
ბევრ საზოგადოებაში, ძალზედ არასახარბიელო და მავნე კანონები დაწესებული აქვს ბავშვებს, ქალებსა და მამაკაცებს. მაგალითად, ბავშვის ცემა, გოგოსთან შედარებით, ვაჟიშვილისთვის უპირატესობის მინიჭება, ნათქვამით „შენ გოგო ხარ“, ქალისთვის სასურველი პროფესიის არჩევის აკრძალვა, მამაკაცებისთვის ემოციურობის აკრძალვა („კაცს არ შეუძლია ტირილი“) და ა. შ. ესაა ცრურწმენები, რომელიც საზიანოა პიროვნული განვითარებისთვის და საზოგადოების განვითარებას უშლის ხელს.
ამ უსარგებლო „კანონებს“ უამრავი არასასურველი შედეგი მოჰყვება საზოგადოებისთვის. მაგალითად, ემოციურად დათრგუნულმა მამაკაცმა შეიძლება თავისი გრძნობები ძალადობაში გამოხატოს, რასაც ოჯახში ძალადობა მოჰყვება. ბავშვი, რომელსაც ხშირად სცემენ და რომელზეც მუდმივად ძალადობენ, შეიძლება, უფრო მეტად გახდეს აგრესიული და თავდაჯერებულობის ნაკლებობა განუვითარდეს. გოგოების დაკნინება ნათქვამით „შენ გოგო ხარ“ შეიძლება აფერხებდეს მათი განვითარების პროცესს. ადამიანების პროფესიის არჩევისას სქესის და არა შესაძლებლობების წინ წამოწევა, მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარებას აფერხებს.
მოკლედ რომ ითქვას, უკეთესი და ნათელი მომავლისთვის, მეტად პასუხისმგებლიანები და ტოლერანტები უნდა ვიყოთ.
ავტორი: ელლადა რიზაევა