გენდერული დეზინფორმაცია, როგორც წესი, ქალების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აკნინებს, და მიზნად ისახავს, ქალები ჩამოაცილოს საჯარო ცხოვრებას და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებს პოლიტიკაში. ის ცდილობს, საჯაროდ აქტიური ქალები წარმოაჩინოს სულელებად, ამორალურებად, მატყუარებად და სუსტებად.
ლუსინა დი მეკოს მიერ შემოთავაზებული განმარტების მიხედვით, გენდერული დეზინფორმაცია არის შეცდომაში შემყვანი ან არაზუსტი ინფორმაციისა და იმიჯების გავრცელება ქალი პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რომელიც ეყრდნობა საზოგადოებაში გავრცელებულ მიზოგინიურ სტერეოტიპებს – უჭკუობაზე, არასაიმედოობასა და ემოციურობა/სექსუალობაზე მითითებით.
საქართველოში ორიოდე წელია, იკვლევენ და აკვირდებიან გენდერულ დეზინფორმაციას რომელიც ძირითადად მიემართებათ ქალ პოლიტიკოსებს ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს. 2023 წელს ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ “მითების დეტექტორი”, გენდერული დეზინფორმაციის 62 შემთხვევა გამოავლინა. ამ ეტაპამდე, გენდერული დეზინფორმაციის შესახებ ინფორმაცია მედიამონიტორინგის საშუალებით გროვდებოდა. საქართველოში არ გამოკვლეულა უშუალოდ პოლიტიკოსი ქალების მიერ განცდილი გენდერული დეზინფორმაციის გამოცდილებები და მისი შედეგები. საფარმა სწორედ აღნიშნულ თემებზე ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაანალიზებლად ჩაატარა მიმდინარე კვლევა.
ნახეთ საფარის კვლევა ბმულზე: გენდერული დეზინფორმაცია