თანასწორობის პოლიტიკა

ოსკარის პრეტენდენტი ფილმებისთვის რეპრეზენტაცია და ინკლუზიურობა სავალდებულო ხდება

ამერიკის კინოაკადემიამ რეპრეზენტაციისა და ინკლუზიის სტანდარტების წესები წარადგინა, რომელსაც ოსკარის პრემიის პრეტენდენტი, “საუკეთესო ფილმის” ნომინაციაზე წარდგენილი ფილმები უნდა შეესაბამებოდეს. კრიტერიუმების ოთხი ჯგუფი ვრცელდება მსახიობებზეც და ფილმის სიუჟეტზეც, პროექტის ჯგუფზეც, ფილმის სტუდიასა და მარკეტინგზეც – თუ მას ქანდაკების დაუფლება სურს, მინიმუმ ორ მათგანს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს.

სტარდატრები ეხება მედიაში ადამიანების ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებს – ქალებს, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხს, ლგბტ+ საზოგადოებას, სხვადასხვა ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. მაგალითად, კრიტერიუმებთან დაკავშირებული სტანდარტების შესაბამისად, ფილმის მინიმუმ ერთი მთავარი პერსონაჟი უნდა იყოს ამ არარეპრეზენტირებული ჯგუფის წარმომადგენელი, სიუჟეტის ერთ-ერთი ხაზი მაინც უნდა უკავშირდებოდეს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფს. სხვა სტანდარტების თანახმად, კინოაკადემია ყურადღებას მიაქცევს მრავალგვარობასა და ინკლუზიას ფილმის წარმოებისას მთავარ კრეატიულ პოზიციებსა და მარკეტინგისა და დისტრიბუციის სფეროებში. ასევე, მოთხოვნებში შედის სტუდიებისთვის წაყენებული მოთხოვნები ინკლუზიურად ანაზღაურებადი სტაჟირებებისა და სწავლის შესაძლებლობების გაფართოების შესახებ.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩართულობის ეს სტანდარტები კატალიზატორად იქცევა გრძევადიანი, არსებითი ცვლილებებისთვის ჩვენს სფეროში”, – განაცხადეს კინოაკადემიის პრეზიდენტმა დევიდ რუბინმა და გენერალურმა დირექტორმა დონ ჰადსონმა. კინოაკადემიაში აღნიშნეს, რომ სტანდარტების დაწესებისას, ყურადღება გაამახვილეს ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტისა (BFI) და ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის აკადემიის (BAFTA) კრიტერიუმებზე.

ამერიკის კინოაკადემიაში ახალი სტანდარტებით ფილმების შეფასება 2022 წლიდან დაიწყება, თუმცა კრიტერიუმების ოთხი ჯგუფიდან მინიმუმ ორთან შესაბამისობა “საუკეთესო ფილმზე” წარდგენილი კონკურსანტისთვის აუცილებელი იქნება 2024 წლიდან, რიგით 96-ე ცერემონიაზე.

oscars.org