არავისთვისაა საიდუმლო, რომ პორნოგრაფია მთავარი გასართობი გახდა ჩვენი საზოგადოებისთვის.
დაწყებული პოპულარული პორნო საიტების მიერ უფასო პრემიუმ გამოწერაზე ხელმისაწვდომობით, გაგრძელებული ე. წ. ბაზფიდის ვირუსულად გავრცელებული ვიდეოებით, რომლებიც ცდილობს პორნოგრაფიის “ნორმალიზებას”, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პორნო ინდუსტრია კონტროლს ამყარებს.
პორნომ ყველა სოციალური ქსელი მოიცვა, მგონი ადამიანი არაა ვისაც ინსტაგრამზე პორნო-ბოტების შეტყობინება არ მიუღია, “ტვიტერზე” კი სულაც 10+ მილიონი პორნო ექაუნთია.
რაოდენობრივი ანალიზის მიხედვით (და ეს რიცხვი არ შეიძლება იყოს იდეალურად ზუსტი), BBFC-ის მიერ ჩატარებული 2020 წლის კვლევის თანახმად, ბავშვების შემდეგი პროცენტი არის პორნოს მიმდევარი:
- 11-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების 51%
- 14-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების 66%
- 16-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების 79%
ეს არასრულწლოვანი ადამიანების საკმაოდ დიდი კონტაქტია იმ ინდუსტრიასთან, რომელიც წესით 18+ ანუ სრულწლოვანი, “უფროსი” ხალხისთვისაა გათვლილი.
თუმცაღა ყველა არ უჩივის პორნოგრაფიის ასეთ გავრცელებას, იხილით შემაშფოთებელი ტვიტები:
საინტერესოა, რას იფიქრებენ ასეთი ადამიანები, როცა ერთ დღესაც აღმოაჩენენ იმ მავნე ეფექტებს რაც პორნოს ახლავს.
რეალობა კი უკვე ისეთია, რომ პორნოგრაფიის საზიანო ეფექტები აღარაა საიდუმლო, ვინაიდან უკვე რეგულარულად ხდება ახალი პრობლემების აღმოჩენა. სამეცნიერო გამოკვლევები უკვე კარგა ხანია, აღარ არსებობს, თუმცა ათასობით ადამიანი, თავად პორნო მსახიობების ჩათვლით, საუბრობს თუ როგორ სერიოზულად დააზიანა პორნოგრაფიამ მათი ცხოვრება და ურთიერთობები.
ახლა კი შემოგთავაზებთ ფაქტებს პორნოს არსებობისა და გავლენის შესახებ:
- BBFC- ს ბოლოდროინდელი ანგარიშის თანახმად, მშობლების 75% თვლიდა, რომ მათ შვილს არასდროს უნახავს პორნოგრაფია, მაგრამ ამ ბავშვების 53% -მა აღნიშნა, რომ სინამდვილეში უნახავთ პორნო;
- NSPCC- ის კვლევის თანახმად, მოზარდებში, რომლებიც შეეხნენ პორნოგრაფიას, 28%-ში ეს პირველად მოხდა შემთხვევით, 19%-მა სხვის მიერ მოულოდნელი შეთავაზებით ნახა და მხოლოდ 19% ეძებდა მას განზრახ;
- მიუხედავად იმისა, რომ პორნო შეიძლება ძალიან არარეალური იყოს და ხშირად ახალისებდეს ძალადობას, სექსიზმს ან რასიზმს, ერთ-ერთმა ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბიჭების ნახევარზე მეტს (53%) და გოგონების მესამედზე მეტს (39%) მიაჩნდათ, რომ პორნოგრაფია სექსის რეალისტური გამოსახვაა;
- 18 წლის მამაკაცებზე ჩატარებულმა შვედურმა კვლევამ აჩვენა, რომ პორნოგრაფიის ხშირი მომხმარებლები მნიშვნელოვნად უფრო ხშირად ყიდდნენ და ყიდულობდნენ სექსს, ვიდრე მათივე ასაკის სხვა ბიჭები [1];
- 2015 წლის შვიდი ქვეყნის 22 კვლევის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ საერთაშორისო მასშტაბით პორნოგრაფიის მოხმარება მნიშვნელოვნად ასოცირდება სექსუალური აგრესიის ზრდასთან, სიტყვიერად და ფიზიკურადაც როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში [2]
- დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 11–16 წლის მამაკაცების 44%, რომლებიც პორნოგრაფიას მოიხმარდნენ, განაცხადეს, რომ ონლაინ პორნოგრაფია აწვდიდა მათ იდეებს სექსის იმ ტიპის შესახებ, რომლის მოსინჯვაც სურდათ [3];
- ამ საკითხის სხვა გამოკვლევებთან შესაბამისობაში, ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (46.9%) აცხადებს, რომ მათი პორნო გემოვნება / პრეფერენციები იმდენად გაიზარდა, რომ ისინი დაინტერესდნენ უფრო რადიკალური, ექსტრემალური ხასიათის პორნოგრაფიით, რომელიც ადრე მათ არც კი აინტერესებდათ ან სულაც სძულდათ;
- 2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მეტად ტრეფიკინგის შემცველი ვებსაიტების ანალიზის თანახმად, 2 პორნო საიტი მოხვდა 10 ყველაზე პოპულარულ საიტებში, მესამე პორნო საიტი კი მე -11 ადგილზეა (თუმცა ეს სტატისტიკა უკვე გაუარესებულია და მსოფლიოს პირველი 20 საიტიდან 4 პორნო საიტია, ამ 4-დან 3 კი პირველ ათეულში შედის);
- SEMrush Traffic Analytics ინსტრუმენტის მონაცემების თანახმად, პორნო საიტებმა 2020 წელს საიტზე იმაზე მეტი ტრაფიკი მიიღეს, ვიდრე Twitter, Instagram, Netflix, Zoom, Pinterest და LinkedIn ერთად;
- “Teen” (თინეიჯერი) კატეგორია სათავეში უდგას პორნო საიტებს ბოლო შვიდი ან მეტი წლის განმავლობაში;
- ამ თემაზე ჩატარებული 20 კვლევის ერთ-ერთმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ მოზარდების პორნოგრაფიის მოხმარება უარყოფითად მოქმედებს მათ თვითშეფასებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. [4];
- 2018 წელს, დაკარგული და ექსპლუატაციის მქონე ბავშვთა ეროვნული ცენტრის (National Center for Missing and Exploited Children) მონაცემებით, ბავშვებში სექსუალური ძალადობის მასალის 45 მილიონი სურათი არსებობს (ზოგჯერ ეს მოხსენიებულია, როგორც “ბავშვთა პორნო”). 2019 წელს ეს რიცხვი 69.1 მილიონამდე გაიზარდა. და უკვე 2020 წელს, NCMEC-ის Cybertipline-მა 63,31% –იანი ზრდა განიცადა;
- ჩაწერილი ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია (ცნობილი როგორც “ბავშვთა პორნო”) არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ონლაინ ბიზნესი;
- The Internet Watch Foundation-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2020 წლის განმავლობაში ბავშვთა სექსუალური ძალადობის შესახებ მასალების დაახლოებით 44% წარმოქმნილი იყო თვითნაკეთი მასალებით. ეს 15%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით, როდესაც ანგარიშების მხოლოდ მესამედი გულისხმობდა თვითწარმოქმნილ გამოსახულებებს;
- 2005-დან 2009 წლამდე ბავშვთა პორნოს ესტუმრა 50 შტატში მდებარე სერვერები (ანუ ყველა შტატიდან ჰყავდა მნახველი);
- პორნო არის გლობალური, 97 მილიარდ დოლარიანი ინდუსტრია, აქედან დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი ამერიკაზე მოდის;
- მხოლოდ 2019 წელს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს პორნო საიტებზე თითქმის 6,650 საუკუნის სამყოფი პორნოს ეკვივალენტი მოიხმარეს;
- მსოფლიოს 300 ყველაზე პოპულარულ ინტერნეტ საიტს შორის 11 პორნო საიტია, ყველაზე პოპულარული ასეთი საიტი კი 18 ნომრით, უსწრებს eBay-ს, MSN-სა და Netflix-ს;
- “Lesbian” 2018 წელს ყველაზე მოძებნილი ტერმინი იყო მსოფლიოში ყველაზე დიდ უფასო პორნო საიტზე. 2019 წელს ეს იყო “Japanese”;
- მსოფლიოში სიდიდით მეორე უფასო პორნო საიტმა მხოლოდ 2019 წლის განმავლობაში 42,000,000,000 ზე მეტი ვიზიტორი მიიღო.
სადამდე მივყავართ ამ ციფრებს?
ეს საკითხები არ შეიცვლება, სანამ საზოგადოება განაგრძობს პორნოგრაფიის ნამდვილი, დადასტურებული ზიანის უარყოფას და სანამ ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას სჯერა ეს ტყუილი, რომ პორნოგრაფია უვნებელია. იყო დრო, როცა პორნო არ იყო ჩვეულებრივი საკითხი, რომელიც მილიონობით ადამიანს ეხებოდა. ეს არ იყო თემა, რომლის განხილვაც ასეთი სასწრაფო უნდა ყოფილიყო. მაგრამ ამ სტატისტიკის დათვალიერებისას, როგორც ჩანს, ეს დრო დასრულდა (https://fightthenewdrug.org/the-problem-with-saying-that-porn-has-always-existed/).
პორნოგრაფია მილიონობით მომხმარებლის საყვარელი წარსულია და ბევრ მათგანს წარმოდგენა არ აქვს, რა ზიანს აყენებს საკუთარ ცხოვრებას ან რა სახის ექსპლუატაციას უწყობს ხელს.
მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამის შეცვლა! შეგვიძლია ცნობიერების ამაღლება და კარგი ამბავი ისაა, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა შეცვალოს ეს რიცხვები განათლებით და შეამციროს მოთხოვნილება სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ ინფორმირებულობის გზით. ახლა პორნო ინდუსტრია ხალხს აწვდის იმას, რასაც ხალხი ითხოვს. ამ ცვლილებების ერთადერთი გზაა, თუ ადამიანები შეჩერდებიან, გადახედავენ სინამდვილეს, მიიღებენ განათლებას პორნოგრაფიის რეალური მავნე ზემოქმედების შესახებ და ცვლილებებს შეიტანენ თავიანთ ცხოვრებაში.
პორნოზე მოთხოვნის შეჩერებით, ჩვენ ვწყვეტთ იმას, რაც ზიანს აყენებს მომხმარებელს, ანადგურებს ურთიერთობებს და გავლენას ახდენს მთლიან საზოგადოებაზე. მგონი დროა შევცვალოთ სტატისტიკა.
წყარო – fightthenewdrug.org
ქართული თაგმანის წყარო: 4noembriseuli.wordpress.com