კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა გერმანიაში ოჯახში ძალადობის შემთხვევათა რიცხვის მატება გამოიწვია. ამის შესახებ საუბრობს ოჯახის, ქალთა და ახალგაზრდონის საქმეთა მინისტრი ფრანცისკა გიფაი (Franziska Giffey).
სამინისტროს მონაცემებით, ოჯახურ კონფლიქტებთან დაკავშირებული ზარები გერმანიაში ქალთა მიმართ ძალადობის ცხელ ხაზზე 17,5%-ით გაიზარდა ორი კვირის წინანდელ მონაცემებთან შედარებით.
დასახელებული მაჩვენებელი შეშფოთებას იწვევს, რადგან ადამიანებს შინ დარჩენის პირობებში პოტენციური საფრთხის ქვეშ აყენებს. “ბევრისთვის, სახლი უსაფრთხო ადგილი არაა”, – ვკითხულობთ გერმანიის ქალთა საკონსულტაციო ცენტრებისა და ნდობის ტელეფონების ასოციაციის (German Federal Association of Women’s Counselling Centres and Helplines (BFF) განცხადებაში.
ფრანცისკა გიფაიმ მუნიციპალიტეტებს მოუწოდა, დაუყოვნებლივი დახმარება გაუწიონ თვითიზოლაციის დროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს.