32 წლის მოდელმა ეშლი გრემმა (Ashley Graham) იანვრის შუა რიცხვებში პირველი შვილი გააჩინა. მან უკვე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ კვებავს ახალშობილს ძუძუთი.
ეშლი არ გაურბის მშობიარობის შემდგომ შექმნილ პრობლემებზე საუბარსაც.
„ხელი ასწიეთ, თუ არ იცოდით, რომ საფენების ცვლა თქვენთვისაც იქნებოდა საჭირო. მოდის ინდუსტრიაში ამდენი წლის მუშაობის შემდეგ, ვარაუდითაც კი არ მიფიქრია, რომ ჩემი გარდერობის უსაყვარლესი ნივთი ერთჯერადი თეთრეული გახდებოდა“, – დაწერა ეშლიმ.
მოდელის აზრით, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ქალის ცხოვრებაში მშობიარობის შემდეგ, უკიდურესად მწირია. „მინდოდა, აღმენიშნა, რომ ეს არ არის ცისარტყელებით და პეპლებით შემკული ცხოვრება. სინამდვილეში, ქალს არაამქვეყნიური ბარიერების გადალახვა უწევს, და ამ ეტაპს მართლა ყველა ქალი გადის. მშობიარობის შემდგომი საჭირო ყველა ნივთმა, მეგობრის მიერ გამოგზავნილმა, ცხოვრება გადამირჩინა!“, – წერს ეშლი თავის ინსტაგრამზე.
https://www.instagram.com/p/B8aNFTygbr6/