ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობის გამო გასამართლებულ პირებს ავსტრალიაში შესვლაზე უარს ეუბნებიან

გასული წლის 28 თებერვალს მიღებული კანონის თანახმად, ქვეყანაში შესვლა ეკრძალება ყველა პირს, რომელსაც ქალთა/ბავშვთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის კრიმინალური ისტორია აქვს. მთავრობის დირექტივა იმიგრაციის მინისტრმა დევიდ კოულმანმა შეიმუშავა.

მისი თქმით, ქვეყანაში მოძალადე ადამიანების შემოსვლის აკრძალვა მთავრობის მხოლოდ ერთ-ერთი ნაბიჯია ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეში.

კანონი ყველა ადამიანზე ვრცელდება, განურჩევლად იმისა, თუ საიდან არიან ისინი. გარდა ამისა, იგი ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც კონკრეტულ მომენტში უნდა ჩავიდეს ან უკვე ვიზით ცხოვრობს ავსტრალიაში.

ახალმა კანონმა არსებული კანონი შეავსო, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ჩამომსვლელთა ვიზებს აუქმებს, თუ მისი მფლობელი დასახელებული დანაშაულის გამო 1 წელიწადით ან მეტი დროით იხდიდა სასჯელს.

ავსტრალიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ინსტიტუტის (Australian Institute of Health and Welfare) მონაცემებით, ექვსიდან ერთი ავსტრალიელი ქალი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. მათ შორის ნახევარზე (54%) პარტნიორი/ქმარი ძალადობდა.

„ჩვენს ქვეყანაში თითოეულ ბავშვსა და ქალს აქვს უფლება, თავი უსაფრთხოდ იგრძნოს“, – განაცხადა კანონის მიღებასთან დაკავშირებით ოჯახში ძალადობასთან მებრძოლი საქველმოქმედო ორგანიზაციის დამფუძნებელმა ნიკოლ ედვარდსმა.

nostraightnews.com