42-მა ბელარუსმა ქალმა ვიდეო ჩაწერა, სადაც ისინი პასუხობენ ალექსანდრ ლუკაშენკოს არაერთმნიშვნელოვან გამონათქვამებს ბელარუსი ქალების მიმართ.
ვიდეორგოლში მოქმედი პრეზიდენტის გახმაურებული ციტატები ჟღერს – (“ორი ბავშვი თქვენია, მესამე კი – ჩემი”, “ქალის მოწოდება სამყაროს გამშვენიერებაა” და სხვ.).
https://www.youtube.com/watch?v=7sppjlqJDZ8
ვიდეოს ერთ-ერთი გმირი მომღერალი პალინაა. მისი ხმა ჟღერს ვიდეოს ფონადაც.
“ახლა საოცარი დროა. შესანიშნავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარ თავებს: სულ ერთია, ვინ გვეუბნება, რომ “ასეთები არ ვართ”, “არ უნდა ვაკეთოთ”, “არ შეგვიძლია”, – ერთი მოლაპარაკე თავი ტელევიზორიდან, მშობლები თუ მოღალატე ხმა შენსავე წიაღიდან. ისინი ყველანი ცდებიან”, – წერს ვიდეოს ავტორი ნინა ვაისმანი მის აღწერაში.