სექსუალობა

საშოს, მენსტრუაციის, ვულვის ისტორიები Bodyform-ის ახალ ვიდეორგოლში

ბრენდმა Bodyform, ვიდეორგოლი გამოუშვა, სახელწოდებით #wombstories, რომელშიც გვიზიარებს საშოების და მათი მფლობელების “გასაოცარ, უცნაურ, ბედნიერ და სევდიან” ისტორიებს. ვიდეო გვიჩვენებს, თუ რა ხდება სხვადასხვა ასაკის ქალების თავს სხვადასხვა სიტუაციებში: გოგონებს პირველი მენსტრუაცია ეწყებათ, მომავალი დედები ულტრაბგერით გამოკვლევას იტარებენ, წყვილი კონტრაცეპტივს იყენებს, ქალი მეგობრებს თავის გამოცდილების შესახებ უამბობს მენოპაუზასთან დაკავშირებით. ისტორიებს სხვადასხვა განწყობა დაყვება: გასართობით დაწყებული (პირველი მენსტრუაციის გაუგებრობები), რთულით დასრულებული (ენდომეტრიოზის შედეგების აღმოჩენა, ორსულობის შეწყვეტა).

 

ვიდეო სრულდება სხვადასხვა ადამიანის ფოტოებით, მათი სხეულების განსხვავებულობის ხაზგასმით. “სიამოვნება. ტკივილი. სიყვარული. სიძულვილი. ეს ადვილი არასოდესაა” – ამ სიტყვებით აკომენტარებს კამპანია ჩვენი მენსტრუაციების, ვულვების და საშოების გამოუთქმელ ამბებს.